დაგივიწყებ!
როგორ მინდა გაგაძევო ჩემი ცხოვრებიდან. სარეველა ბალახივით ამოგძერკვო ჩემი გულიდან, მაგრამ არ შემიძლია. რაღაც მაკავებს თითქოს , ალბათ ის შელახული გრძნობები შენ რომ გამიცამტვერე , ვინ იცის? შესაძლია ის მოგონებები მაკავებს შენ , რომ ხელში შემატოვე. რისთვის შემაყვარე თავი თუ ბოლოს მაინც ჩემს მიტოვებას აპირებდი? არ იყავი ჩემი ბედი ალბათ, და მაინც როგორ მეამაყებოდი. როგორ მინდა შეგიძულო, მთელი არსით მძულდეს შენი ცინიკური მზერა და ყალბი ღიმილი, მაგრამ არც ეს შემიძლია . ამ გულს, რომელსაც ასე თავდავიწყებით უყვარდი შენი შეძულება არ შეუძლია, მაგრამ დავიწყებას შეძლებს! ეჭვი არ შეგეპაროს დაგივიწყებს. და ერთ დღესაც როცა შენს უტიფარ თვალებს შემომანათებ ჩემს თვალებში ვეღარაფერს დაინახავ. შენ ყველაფერი კარგი ჩაკალი ჩემში და უგრძნობ არსებად მაქციე. იმ არსებად,რომელსაც ნდობის უნარი აღარ აქვს და ვერც ვერავის შეიყვარებს. ეს შენ ხარ ჩემი კოშმარი, რომელიც ყოველ ღამით მაკითხავს და ჩემს სიზმრებში უკითხავად დაბორიალებს. დილით კი ისევ უკვალოდ ქრება. საკუთარ თავს გამუდმებით ვეკითხები რატომ მაინც და მაინც შენ?? ამ კითხვაზე პასუხი კი როგორც ყოველთვის არ მაქვს. ერთი რამ კი დაზუსტებით შემიძლია გითხრა, მე დაგივიწყებ! და წამითაც არ ვინანებ ამას.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.