შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ მარია!


3-06-2017, 22:37
ავტორი mariamgg
ნანახია 1 691

როდის გაგიცანი? არ მახსოვს, არც შენ. აზრზე ხარ? რამდენი რამე შეიცვალა და მაინც... თითქოს ყველაფერი ისევ ისეა. რამდენი ხანია გიცნობ? ჩემი ცხოვრება შენს გარეშე რა ფენომენია?! საერთოდ არ მესმის.. ცისარტყელა ხომ გინახავს? გავხარ, ძალიან გავხარ, თუმცა ერთი განსხვავებით, ის მხოლოდ წვიმის შემდეგ ალამაზებს სამყაროს და შენ, შენ ყოველთვის ანათებ. არამარტო წვიმის დროს! ყველაზე ძვირფასი ხარ. ყვენაიაირად საუკეთესო ხარ ჩემთვის. როცა გიყურებ, შენს თვალებში საოცარ ფანტაზიას ვხედავ, ფანტაზიას, რომლითაც შენ შენს თავს ქმნი და ხდები ისეთი, როგორიც ხარ. ვამაყობ რომ გიცნობ და უფალს მადლობას ვწირავ , რომ შენ შეგხვდი. მეგობარზე მეტი ხარ, არ ვიცი როგორ აღვწერო. მიყვარხარ! რაც არ უნდა მოხდეს, ზუსტად ვიცი ჩვენი მეგობრობა კედლებს გატეხს, შურს მოკლავს და შურიანებსაც ზედ მიაყოლებს. მინდა სულ გ ვერდზე გედგე, შეძლებისდაგვარად. ყველას ჯობიხარ შენ და მაინც, გგონია ცუდი ხარ?! გგონია არ ხარ ისეთი , როგორადაც გახასიათებ?! ყველაზე მეტად იმიტომ მიყვარხარ, რომ იცი ჩემი ფასი. მე - შენი. რამდენი მეგობარი მყავს, შენ ყველაზე განსაკუთრებული ხარ. რაღაცნაირი, სხვანაირი სხივი, სხვანაირი ფერი. შენ ადამიანი ხარ, პირველი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც მასწავლა სად გადის ზღვარი მეგობრობას და საოცარ გრძნობას შორის და პასუხი ასეთია : მეგობრობა ყველანაირ საზღვრებს ცდება!



№1  offline წევრი mariamgg

eremar
Huh shokshi var... Tvalebs vafaxuleb swrafad, cremlebi rom ar gadmomcvivdes...mainc gadmogorda:))) sixaulisaa! <3 me ramixaria arvici, magram albat sicocxle :))) giyvardet xalxno ertmaneti da yvelaferi kargad iqneba!!! Me miyvarxart:() <3

მადლობა დიდი <3 ჩვენც გვიყვარხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent