შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმის სურნელით გაჟღენთილი


13-12-2016, 19:38
ავტორი ფერია
ნანახია 1 587

კვლავ ღამეა ,მუქი და წვიმის სურნელით გაჟღენთილი. აკვიატებული მუსიკით ვტკბები და ბავშვივით მოვთქამ . თუმცა ,რატომ ბავშვივით ? შენს თვალში ხომ სულ პატარა ვარ . ასე ვამჩნევ, ვარდისფერი სამყაროს შვილს გაზრდა არც მიწერია .
ვზივარ ფანჯარასთან . ვისზე უნდა ვიფიქრო თუ არა შენზე .
შენ ხომ ჩემი ცხოვრების გარდამტეხი წამიხარ ...
როგორ შეგიძლია გეძინოს ასე მშვიდად ,დუმდე და კვლავ დიდების შარავანდედით იყო შემოსილი,როდესაც მე შენზე ვფიქრობ ,როდესაც შენ გამო ვტირი .
ოჰ,ახლა გამახსენდა ,ეს ცხოვრება ხომ ერთი დიდი ინციდენტია თავისი გაუმარლებელი არგუმენტებითურთ.
შენ შეგიძლია იყო უდარდელად ,როცა მე სრულ ქაოსს მიტოვებ .
მე შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად!
ჰო,მე შენ მიყვარხარ ჩემი ცხოვრების გარდამტეხო წამო !
***
აღარ მინდა ჩაკეტილ ჩარჩოებში არსებობა.
უბრალოდ უნდა მოვიდე და გითხრა თუ როგორი ძვირფასი ხარ შენ .
რომ არ აქვს მნიშვნელობა ხალხის აზრს.
მხოლოდ და მხოლოდ მჭირდები შენ !
მიმიფურთხებია უსარგებლო ციფრებისათვის!
მიმიფურთხებია ყველასთვის და ყველაფრისთვის გარშემო!
ახლა კი მხოლოდ შენ არსებობ .
მე და შენ.
და კვლავაც არავინ სხვა .
* * *
უკვე მერამდენედ ვზივარ ამ წყეულ ფანჯარასთან ?!
ცას ვარსკვლავებიც კი აღარ შერჩა. უსუსური და უკიდეგანოა ისე,როგორც არასდროს . აღარაფერი დარჩა სანუგეშო და იმედის მომცემი .
როგორი სენტიმენტალური ვარ .
გრძნობები მახრჩობს !
ცეცხლი მწვავს!
მინდა ვიყვირო...
მინდან გიყვირო ...
რომ შენ გარეშე სხეული ვარ სულის გარეშე.
რომ შენ გარეშე გაყინული მარიონეტი ვარ .
ვოცნებობ გამათბო ...
ყველაფრის საწყისი შენ ხარ .
ყველაფრის საწყისი და ბოლო.
შენ ჭეშმარიტება ხარ .



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent