მტრედები
მტრედები -წამოხვალ? -სად? -წამოდი!-ხორბლისფერ ხელს მკიდებს მკლავზე და წინ მირბის. -დამიცადე!-ვყვირი მე და წიგნებს სასწრაფოდ ვალაგებ, ჩემს ყავისფერ ზურგჩანთაში. -დამეწიე!-კვლავ გარბის. მის ლურჯ ყვავილებიან კაბას ნიავი აფრიალებს, წაბლისფერი თმა კი ზურგზე ლამაზად ეფინება. -მოფრინდით მტრედებო, მოფრინდით!-ხელებს შლის და კისკისით გზას უყვება. კრემისფერი კედების თასმები ეხნება, ორი წუთით ყოვნდება და კვლავ მტრედებთან ერთად განაგრძობს გზას. -ნინა!-გავძახი მე. -მალე, მალე!-ცალი ხელი ჩემკენ აქვს მომართული, ცალით კი მოღუღუნე მტრედებს ეფერება. სად მირბის? საით მიისწრაფის? მტრედები? მტრედები, მტრედები... ხო ფერად-ფერადი მტრედები! თეთრი, ნაცრისფერი, მოწითალო... ნინა მათი ნაწილია, ხო ჩემი ნინა... -თუ არ წამოხვალ, ჩემი მტრედები აღარ მიგიღებენ!-ამბობს და აივნებიდან მომზირალ ხალხს უყურებს. -მერედა მტრედები რაში მჭირდება?-ვჩერდები, ხელზე გაკეთებულ სამაჯურს ვიხსნი და ისევ ვიკეთებ. ისიც ჩერდება. წარმოგიდენიათ? ჩემს გამო გაჩერდა, ჩემს გამო მიატოვა მტრედები, მისი სულის ნაწილი, მისი თანამგზავრები.... -წყლის ხმა გესმის?-მეკითხება და ვარდისფერი ყვავილებით გარშემორტყმულ ხეს ეყუდება. -მესმის! -რას გრძნობ?-ყავისფერ თვალებს არ მაშორებს... როგორ მიყვარს ეს თვალები! გყვარებიათ ოდესმე ასე ძლიერ თვალები? ერთხელ მკითხეს სიყვარულის თუ გწამთო? მე კი თვალების სიყვარული მწამს. ეს ორი ყვავილი როცა გიყვარს, მაშინ ცოცხალი არსების ყველაფერი გიზიდავს... მისი მალინისფერი ბაგეები, ცისფერი ხაზებით შეღებილი მაჯები... -სიმშვიდეს და რაღაც ამოუცნობს...-გაურკვევლად ვპასუხობ მე. -მტრედები...-გვერდზე მიდგება ის.-სიმშვიდეა, რწმენაა, სიკეთეა, სიყვარულია, ღიმილია, ბედნიერებაა, სუფთა სულია, სამოთხეა...-თეთრი მტრედი ხელზე აჯდება და ნინას ღიმილსაც იმსახურებს.-ეს კი ჩვენი, ადამიანების საგანძურია! -წამოხვალ?-თითქოს მოვლენა მეორდებაო, კვლავ ხელს მკიდებს. -თუ არ წამოვალ ჩემს საგანძურს ვერ მივიღებ!-ვპასუხობ და მივრბივარ ნინასთან და მტრედებთან ერთად. მტრედები, მტრედები... ნინა მათი ნაწილია, ნინასი და ჩემი. -------------------------------------------------------------------------------- როგორ მომენატრა ისტორიების დადება... იმედია მალე მოვალ ახალი ისტორიით! ძალიან მოომენატრეთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.