როცა ქუჩები სიმარტოვის ეძებს სილუეტს
როცა ქუჩები სიმარტოვის ეძებს სილუეტს, წვიმიან ქალაქს რომ ტოვებენ მერე მტრედები, შენ კი სხვაგვარად,სხვანაირი ნიღაბი გადევს და რაღაც მსგავსად დეპრესიის სურვილს ნებდები. რომ ახლა შენთან აივნები ცარიელია, გადმოსახედი არაფერი,ქალაქის დიდი და მერე ცდილობ აეკიდო ზურგში პოეტებს როგორც გენია,ამ ქვეყნიდან სახელით მიდის. და მე ყოველთვის იმ ქვეყნიდან ვიწვევ აჩრდილებს, ღამენათევი ოთახი კი მიტანს არყიანს, ვწერ სისუსტეზე რომელიც კი დღემდე შემომრჩა, ვწერ სიყვარულს და მაღალ ხმაზე ვუსმენ ჩარკვიანს. და ტროტოარზე,გალეშილი წვიმის წვეთივით ვურტყამ პიანოს სულისშემძვრელ,ფორტეს კლავიშებს არაფერია!ხვალიდან თუ აღარ ვიქნები, არაფერია!თუ ხვალიდან შენც კი გამიშვებ. რადგან,თვით ღმერთიც აღარაა ჩემთან მართალი ფსიქიატრიულს შეაკვდება ნერვის მანქანა, მე კი ყოველდღე მინარევებს გიჟივით ვიღებ რადგან ფიქრმა და უძილობამ უკვე დამღალა. ახლა ქალაქი ანალიზებს აბარებს წარსულს თუმც ნაოჭები მოხუცივით შუბლზე ატყვია, მე კი ყოველთვის იმ ქვეყნიდან ვიწვევ აჩრდილებს და ვეძებ დღემდე ჩემს სიყვარულს,ასჯერ ნატყვიარს. ყველაფერს გავცდი ამქვეყნიურს რაც კი ვიწამე, აღარაფერი არ მადარდებს გარდა პლედების, და ამ ზამთარსაც რომ გადავრჩე ,ერთიშეხედვით რაღაც მარტივი ამოსუნთქვით ყველას ვედები,. და მე ყოველთვის იმ ქვეყნიდან ვიწვევ აჩრდილებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.