შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგვიზამთრდა


8-06-2017, 23:51
ავტორი მზისა
ნანახია 1 397

საყვარელო ნახე ფიფქები ცვივა ციდან , რა მაგარია
შევძახე ლოგინიდან ახალწამომდგარმა და ყელზე მოვეხვიე ჩემს ახდენილ ოცნებას.
ის თვალების ფშვნეტით წამოიმართა , ფანჯრიდან გაიხედა , მერე ნამძინარევად მომხვია წელზე ხელი და ჩაილუღლუღა : “ოჰო დაგვიზამთრდა?!”
“რა ლამაზია , ძალიან ლამაზია ადექი დროზე ჩაიცვი გარეთ გავიდეთ , ადექი” - არ ვეშვებოდი მე.
--დამიჯერე შენ ბევრად ლამაზი ხარ , მითხრა მან , გულზე თავი დამადო და ისე ჩახუტებულმა თითქოს სადმე გავექცეოდი , ნეტარ ძილს მისცა თავი.
არ ვიცი რამდენხანს ვიწექით ასე , თბილად და მყუდროდ . მაღვიძარას ხმამ გაგვაღვიძა ორივე , მისი სამსახურში წასვლის დრო იყო. ის დაიმანჭა , ისე მე რომ მიყვარსხოლმე და მერე სიცილი მიტყდება უაზროდ. ახლაც გულიანად გადავიკისკისე. არ უნდოდა განძრევაც კი. თავი ასწია , ამომხედა და მითხრა გაკვირვებით “რა მოხდა?”- არაფერი ვუთხარი მე.
რა არაფერი ისეთი სახე გაქვს თითქოს ზომბი დაინახე , მომიღუტუნა მან და ისევ ამომხედა პასუხის მისაღებად მაგრამ მე ვდუმდი და გაბუსხული ტუჩებით მივჩერებოდი.
- მითხარი რა მოხდა მიდი , აბა რა გინდა ჩემო ტკბილო - არ მეშვებოდა ის.
ერთხანს კიდევ ვუყურებდი ასე - მან წარბი ამიწია - ფანჯარას გავხედე , მერე ისევ ქვემოთ დავიხედე და - არ წახვიდე დღეს სამსახურში , ხვალ შეიძლებ აღარ გათოვდესთქო , ჩავილუღლუღე.
მიყურებდა გაშტერებული , მისი თვალებიდან სითბო და სიყვარული მოედინებოდა უწყვეტი ნაკადით - ჰაი შე სულელოვო სთქვა და ჩემს გაბუსხულ ტუჩებს დაეწაფა. ნელა და აუღელვებლად მკოცნიდა სახეზე თვალებზე , შუბლზე , ლოყებზე. მეფერებოდა ისე ნელა ვიფიქრე მართლა არ აპირებდა არსად წასვლას , მთელი ძალით მოვხვიე კისერზე ხელი და ჩემკენ მივიზიდე - მოიცა , მოიცა ასე მართლა ვერ წავალო ჩაეცინა და ხელებიდან გამისხლტა . გთხოოვთქო ტირილ ნარევი ხმა მივადევნე მაგრამ არ მოიშლიდა ვიცოდი . ხო იცი არ შემიძლიაო - მაკოცა კიდევ ერთხელ და აბაზანაში შევიდა. ვიწექი გაბუსხული და ფანჯარას გავცქეროდი მანამ ის ემზადებოდა . კარებში გასვლისას შემომხედა - ისეთი თბილი გამოხედვა ჰქონდა დიდხანს ვერ ვუსწორებდი თვალს - შენ დაქალს სთხოვე რომელიმეს და გაერთეთ ან წადით სადმე გაისეირნეთ , მალე დავბრუნდებიო და გაიკეტა კარები. არ გასულა ორიოდე წუთი ისევ შემოაღო კარები და მითხრა - ყავას არ გამიკეთებო?
-მეძინებათქო და გადავბრუნდი გვერძე
ვგრძნობდი როგორ იდგა და მიყურებდა , ზურგს მიწვავდა მისი მზერა მაგრამ არც გავნძრეულვარ , გულში კი იმაზე ვფიქრობდი ხვალ მართლა რომ აღარ გათოვდეს დ წელს საერთოდ რომ აღარ მოთოვოს ერთად ვეღარ ვიგუნდავებთთქო , და თვალებზე ცრემლები მაწვებოდა - რად მინდა დაქალებთან გუნდაობა მასთან მინდათქო , ვბუზღუნებდი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი , ის კი უკვე სამსახურში იყო ალბათ და ღიმილით ესალმებოდა თანამშრომლებს.
მთელი დღე ასე დავბლაკუნობდი ოთახიდან ოთახში , პიჟამოებიანი. არც არავისთვის მიმიწერია და არც ტელეფონისთვის მიპასუხია . ფანჯრიდან ცას ავხედავდიხოლმე - მგონი კიდევ დიდხანს ითოვებსთქო - და საათის წამებ ვითვლიდი , 5ზე დაბრუნდებოდა ის და მერე ერთად გავიდოდით პირველ თოვლზე.
საათმა ოთხჯერ დარეკა და 5-ისკენ გადაიხარა , ცა კი თოვას არ წყვეტდა , თოვდა უფრო მსხვილად და ხშირად . -უფუუ შევყვირე სიხარულით და სახლის ალაგება და მოწესრიგება დავიწყე , მერე ვახშამი მოვუმზადე ჩემს სიყვარულს , სიმღერ-სიმღერით მოვირთე საკუთარი თავიც იმ კაბით თავად რომ მაჩუქა ერთ საღამოს ჩემთვის წყენა რომ გაექარვებინა -- 5-ს წუთები ეკლო რომ ყველაფერი მზად იყო დაუვიწყარი საღამოსთვის , გულში ვფიქრობდი სამსახურია , ხდებახოლმეთქო , საღამოსაც არ იქნება ურიგო მასთან ერთად თოვლში თამაშითქო , ხან მეცინებოდა რამ ამაცერცეტა ამხელა გოგო ბავშვივით თოვლში თამაში რომ დავიჩემეთქო მაგრამ მინდოდა და რა მექნა , მთელი გულით მინდოდა. ვუყურებდი ხან საათს , ხან კარებს ის კი არ ჩანდა. 6-ის ნახევარზე დავურეკე , საყვარელო სად ხართქო.
-ტკბილო , პრობლემები მაქვს , პროექტი დაგვიწუნეს და სასწრაფოდ შტატებში მომიწია გაფრენაო - მერე კიდევ რაღაც სთქვა მაგრამ აღარ გამიგია.
ცრემლებმა სახე დამიფარა და კაბაც დამისველა. ალბთა 3 საათი ვიჯექი გაუნძრევლად და ვიხსენებდი ჩვენი ერთად ყოფნის ეპიზოდებს
-შარშან ახალ წელს მარტო რომ შევხვდი სრულიად იმის გამო რომ მისმა ძმაკაცმა მოულოდნელად ცოლის შერთვა გადაწყვიტა და მისი თავი დასჭირდა.
-შობას თავისიანებთან იყო წასული და იმ საღამოს უნდა დაბრუნებულიყო მაგრამ ისე მოთოვა ვერ გადმოვიდა და მხოლოდ გამთენიისას მოვიდა - მდივანზე ჭიქა ხელში , მძინარე და ნამტირალევი დავხვდი.
-ამ ვალენტინობას თაიგული ფოსტით გამომიგზავნა - ღმერთო წარმოგიდგენიათ?! ვბრაზობდი გულში- თავად კი დაწყევლილ კონფერენციაზე იმყოფებოდა მთელი დღე.
-ჩემი ბოლო სამსახურიდან , მთელი გული რომ ჩავდე მხოლოდ იმის გამო წამოვედი რომ თანამშრომელზე სასტიკად ეჭვიანობდა -ახლა კი ვზივარ მიტოვებული და ვტირი სრულიად მარტო , ვის გამო ან რის გამო ვიტანჯავ თავს.
მისი ნახატებისკენ გამექცა თვალი- ისეთი ლამაზი ხარ ვერც ფუნჯი აღწერს შენს სილამაზეს და ვერც ფანქარი დაგხატავსო - ამბობდა და არც არასოდეს უცდია ჩემი დახატვა ,თუმცა მის ნახატებში ქალის პორტრეტი ბევრი იყო.
მორჩა ,უნდა წავიდე- გადავწყვიტე მე. ცრემლები მოვიწმინდე , წრაფად ჩავალაგე ტანსაცმელი და სახლიდან გავედი.
-----
ადრე გამეღვიძა , საათისთვის არც დამიხედია ისე გავწიე ფარდები - დიდი ხანია გაწეული ფარდები მაღიზიანებს-ცალი თვალით გავხედე ფანჯრიდან შემომავალ სინათლეში და სიხარულით შევკივლე- თოვლიიი. ალბათ მთელი ღამე თოვდა ძალიან სქლად დაედო.ფიფქები კი ფარფატს არ წყვეტდნენ . ლოგინი არც გამისწორებია ისე მოვისხი ქურთუკი და თოვლში გავარდი. ხტუნვითა და თოვლში კოტრიალით გული რომ ვიჯერე ( 2 წლის ბავშვის ჭკუა მაქვს) მერეღა გავაცნობიერე რომ , ქურთუკის შიგნით საცვლების ამარა ვიყავი და შიშველ ფეხებზე მხოლოდ ოთახის ჩუსტები მქონდა წამოცმული. ჯანდაბა --სიცილით ვსთქვი და ის იყო სახლისკენ გაქცევა დავაპირე რომ მანქანას მოვკარი თვალი , თითქოს იქიდან ვიღაც მიყურებდა . გავჩერდი და მივაშტერდი. უცებ მანქანის კარი გაიღო . მაღალი , მხარბეჭიანი მამაკაცი გადმოვიდა და ჩემსკენ გამოემართა . გრძელი ქურთუკი ეცვა , კაშნე კარგად მოეხვია ყელზე და ქუდი წამოესკუპა , მხოლოდ თვალებიღა მოუჩანდა. მომიახლოვდა , ჯიბიდან რაღაც ამოიღო და გამომიწოდა. წამოსვლისას ეს დაგრჩაო- სანთლისგან გადაწნული ბეჭედი იყო . ჩემ ახდენილ ოცნებას პირველად რომ შევფიცე ერთგულება მაშინ წამოვაცვით ერთმანეთს , 3 წლის მერე ის ისევ ისე გამოიყურებოდა როგორც პირველად . მის მზერას , თუმცა სითბოსთან ერთად აუტანელი დარდიც მოდიოდა ისევ ვერ გავუძელი და თვალები დაბლა დავხარე , მეორე ბეჭედი თავად წამოეცვა თითზე , ფეხები კი მასაც ჩემსავით შიშველი ჰქონდა .სულ მთლად გალურჯებოდა , ეტყობოდა ასე თოვლში დიდხანს ევლო.



№1  offline მოდერი bla.ell

ლამაზი ჩანახატია..heart_eyesძალიან მომეწონააა❤❤

 


№2  offline წევრი მზისა

bla.ell
ლამაზი ჩანახატია..heart_eyesძალიან მომეწონააა❤❤

მიხარია ძალიან :-* :-*

 


№3  offline წევრი dark მარიამ

საოცარია <3 heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent