მენატრები
ახლა, ისევ მზე მიცინის ციდან... შენთან მინდა, შენთან ყოფნას ვნატრობ... წუხელ, მთვარე მოვაბრუნე გზიდან... დღეს კი, ისევ უშენობას ვდარდობ... ცა ისეთი ლამაზია, წმინდა... ახლაც, დილა დაათენდა ფიქრებს... შენთან ერთად, სიყვარული მინდა... რომ წარსული დამიბრუნო იქნებ... მზე მაწვიმდეს უსაშველოდ, ციდან... რომ გზა, ისე გაიწელოს ფიქრით... მე ზღვა მინდა, და ცა, ერთი ციდა... შენთან მინდა, შენ კი, სხვაგან მიქრი... ყოველ დილით, ახალ დღეებს ვიპყრობ... შენთან მინდა და შენს კოცნას ვნატრობ... მთელი ღამე მხოლოდ, შენზე ვფიქრობ... ვერ გავიგე, რად დამტოვე მარტო... მერე სადღაც ჩამოვჯდები, ბოლოს... და მთვარესთან, ფიქრს გავატან დილას... მინდა, ისევ ღამე იყოს მხოლოდ... და მძინარეს მოგეპარო ფრთხილად... თურმე დღემდე მიცხოვრია – წამი... მზეს ხელებით, მერამდენედ გითბობ... მთვარე, შენთვის მოვაბრუნე ღამით... მთვარესთანაც, მხოლოდ შენზე ვფიქრობ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.