შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სად ხართ


10-06-2017, 01:42
ავტორი Red Soul
ნანახია 1 636

რამდენი ვკვდებით. ხან სუნთქვის შეწყვეტამდე, ხანაც მანამდე. სულ ვეკითხები ჩემს თავს.
სად ხართ ხალხო, სად ხართ? სუნთქვა რას ნიშნავს? განა რამდენს ნიშნავს?
რამდენად ბევრს ნიშნავს? ჩვენ ირგვლივ ადამიანები ყოველდღე კვდებიან , ზოგი სიჩუმით, ზოგი სიამაყით, ზოგი სიძლიერით, ლამის მავთულებით რომ იჭერენ საკუთარ თავებს, რომ არ ჩაიფუშნონ, ზოგიც ყველაფრით ერთად. რატომ არ უსმენთ მათ სხეულებს, რომლებიც ჩუმი მდუმარებით კივიან და შველას ითხოვენ? რატომ და როგორ ხართ ასეთი ზედაპირულები. განა ბედის ირონია არაა, ფართოდ დახუჭული თვალებით შეხვდე ადამიანს, რომელსაც სტკივა და მერე ცრემლებით, სენტიმენტალური ტექსტებით, გოდებებით გააცილო მისი გაყინულ თვალები? განა სისულელე არაა გრძნობდე ჭეშმარიტ სიყვარულსა და თანაგრძნობას მხოლოდ ფიზიკური გარდაცვალების შემდეგ?
"თავი მოიკლა", "რატომ მოიკლა" , " როგორ მოიკლა", "ის, საცოდავი"
როდემდე?!
როდემდე?!
როდემდე?!
ამდენი უმოქმედობა.
ამდენი გულგრილება.
ამდენი გაუფრთხილებლობა.
ცოტახნით დატოვეთ საკუთარი თავები და დააფასეთ, მოუსმინეთ, იგრძენით, სანამ არსებობთ. ცხოვრება სასტიკია. ზოგისთვის კი კიდევ უფრო სასტიკი. ზოგისთვის გაუსაძლისად სასტიკიც.
ჰოდა, უშველეთ ერთმანეთს, სანამ დროა, სანამ აზრი აქვს, სანამ სიცოცხლე გრძელდება.
ყველა ტკივილი ღრმა ანაბეჭდით აღიბეჭდება ადამიანების თვალებზე. უბრალოდ მოინდომეთ წაკითხვა. უბრალოდ დაინტერესდით. იქნებ ჩვენი არსებობის დანიშნულებაც ეგაა. იქნებ სწორედ იმიტომ გავჩნდით, რომ ადამიანები ვყოფილიყავით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent