პირველყვავილად მე ვიყვავილებ...
ისეთმა ხალხმა მოიკლა თავი, დღეს მე ვინ ვარ რომ ჩემზე იდარდოთ. ერთი გოგო ვარ გრძნობებით მთვრალი, რომელსაც სურს რომ უფალს მიმართოს: უფალო... ვიცი დაგღალეთ ძლიერ, ვიცი არავარ შენდობის ღირსი. ვიცი შეცდომაც წამებში ვუშვებ, მაგრამ შემდეგ ხომ საფასურს ვიხდი. საფასურს ვიხდი ცრემლით... გოდებით, რიგ-მიყოლებით ვუშვებ შეცდომებს. მაგრამ ამჯერად მინდა დაგპირდეთ, რომ ეს ბოლოა... სულ ყველას ვტოვებ... ამიერიდან მარტო ვიქნები, ჩუმად ჩამძახებს მე გულის ექო. ნუ გამიწყრებით მხოლოდ ამას გთხოვთ, ვნანობ რომ ფუჭად დავკარგე ეს დრო. განა თავს ვიკლავ? მხოლოდ მივდივარ, მივდივარ სადაც მარტო ვიქნები. თოვლში გაშლილი თეთრი ყვავილი და ან ბალახზე ნამი ვიქნები. უფალო გკითხოთ და პასუხს გამცემთ? იქნებ მიმიძღვის რამეში ბრალი, იქნებ რაიმე ისეთს ვცოდავდი, რითიც გაწყინეთ უკვე თქვენც თავი. თუმცა ბოდიში... თქვენ უკეთ იცით, უკეთ გადაწყვეტთ რისი ღირსი ვარ, გრძნობამოცლილი ბოდიშს მოგიხდით გთხოვთ მომიტევოთ ის რომ მივდივარ. და მაინც თუკი ვინმე იდარდებს, თუკი გულნაკლულს დავტოვებ ვინმეს შორს არ წავიდეს, ახლოს მეძებოს პირველყვავილად მე ვიყვავილებ... ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.