შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მამას.


10-06-2017, 16:55
ავტორი Faithful
ნანახია 2 562

ყველა გოგოს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მამას, თუმცა მგონია რომ ჩემთვის ყოველთვის ყველაზე საყვარელი და გამორჩეული ადამიანი იყო და ეს განსაკუთრებული სიყვარული რომელსაც მის მიმართ ვგრძნობ ყოველდღე ძლიერდება
კითხვაზე „დედა უფრო გიყვარს თუ მამა?!“ თუ ბავშვების უმეტესობის პასუხი ორივეა“ მე დაუყოვნებლივ ვპასუხობდი და გამოვყოფდი რომ მამა მიყვარდა ყველაზე მეტად, ეს შეიძლება დედას წყენოდა მაგრამ თითონაც იცოდა რატო შეიძლებოდა მყვარებოდა ის ყველაზე მეტად..
მამაჩემისდამი სიყვარული არასდროს მაკლდებოდა, პირიქით დღითი დღე მიყვარდება უფრო ძლიერად, არვიცი რატომ მაგრამ ძალიან მორიდებული ვარ მის მიმართ რაც გავიზარდე , ბავშვობაში თურმე მის გულზე თუ არა ისე ვერ ვიძინებდი,ეხლა რო მეუბნება ხოლმე მოდი დაწექი ჩემთანო , მცხვენია , არვიცი ეს განცდა საერთოდ რატო მეუფლება , მერე ვნანობ იქნებ დავწოლილიყავი ჩავხუტებოდი თქო, თუმცა ალბად ეს პერიოდი ყველას გვქონია , რაღაც იცვლება უფრო გერიდება არვიცი ვერ ვხსნი.. ბევრი მომენტები მქონია როცა მინდოდა მეთქვა მისთვის როგორ მიყვარს, მაგრამ ვერ ვეუბნებოდი, გავდიოდი თუ არა სახლიდან სმს-ის სახით ვწერდი ,, მამა ძალიან მიყვარხარ მაგრამ ხოიცი სიყვარული გამოხატვის უნარი არმაქვს მეთქი ,,
ასე ვაკეთებდი ხშირად ,იცოდა როცა ვიბნეოდი და ხმას აღარ ვიღებდი რისი თქმა მინდოდა ,ელოდებოდა ჩემს სმს ყოველთვის როცა სახლიდან გავდიოდი,ერთხელ სადღაც მეჩქარებოდა და დამავიწყდა მიწერე როგორ მიყვარდა და თითონ მომწერა, რამე ხო არ დაგვიწყებიაო..
არვიცი ალბად ყოველდღე და ყოველთვის ვინანებ რომ ვერ ვეუბნები როგორ მიყვარს და არ შემიძლია მისგარეშე არცერთი წამი. ასე მგონია ზოგჯერ სიყვარულს დამტკიცება და გამოხატვა არ სჭირდება , ისედაც ხომ კარგად ჩანს რომ ჩემთვის ბევრა დმნიშვნელოვანია ვიდრე გამოვხტავ !!
ბედნიერი ვარ, რომ მამიკოს მაგალითზე ვისწავლე როგორი უნდა იყოს ნამდვილი კაცი, კარგი ქმარი და საამაყო მამა , მამა რომელიც მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად ცდილობდა ნამდვილი ქალი ვყოფილიყავი, იმ სირთულეებსა და პრობლემებში მაინც ნახულობდა გამოსავალს ვყოფილიყავი ლაღი და მომღიმარე, მამა რომელიც ქალის როლსაც ასრულებდა ჩემს ცხოვრებაში , ბედნიერი მხოლოდ იმიტომ ვარ რომ შენნაირი კაცი მყავს გვერდით ვისი იმედით მთელი ცხოვრება მექნება!
ხშირად ვერ ვთანხმდებით ხოლმე , ვკამათობთ , მერე აღარ ველაპარაკები და თითონ მოდის ჩემთან და მოფერებით როგორ იცის ხოლმე , ჩემი ბაბზიტა ვინარისო ,, ესე მეუბნება.. როგორ შეიძლება ზოგადად რაცარუნდა გაბრაზებული და ნაწყენი იყო მამა დააიგნორო, მე არვიცი არმესმის!!
ყველას თავისი მამა ურჩევნია ეს რათქმაუნდა ჩემთვის ყველაზე მაგარი ძლიერი და მისაბაძი ადამიანია, და ზუსტად ვიცი ჩემი დაბადება მისთვის ზეიმი იყო! მან მასწავლა რა იყო ცუდი , კარგი..ჩემთვის მამა არის ყველაზე ძლიერი მხარი , მასთან ახლოს დგომის დროს ვიცი არასდროს დავზარალდები,ვიცი ჩემი გულისთვის ყველაფერზეა წამსვლელი და მთელი მსოფლიო რო ებრძოდეს ის მაინც გაიმარჯვებს ჩემთვის!
ეხლა დროებით საზღვარგარეთ მიდის, გუშინ მითხრა რო მიდიოდა, დავმუნჯდი რათქმაუნდა რაღაცის გამოხატვა მინდოდა და მკითხა რამის თქმა ხომ არგინდაო, კი მეთქი სანამ დავიწყებდი იმის განმარტებას რატომ არვიყავი ხასიათზე,თითონ დააყოვნა და მითხრა ვიცი რომ ,, არ გინდა წავიდე ვიცი,,
მოკლედ ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა რომ უზომოდ მიყვარს, და მის სიყვარულს ვერავინ ჩაეცილება ვერასდროს , ის ყოველთვის განსაკუთრებული არი და იქნება ..



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

სიგიჟემდე მენატრება მამა ;(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent