შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა არის სიყვარული (ამერიკელი ბავშვების აზრი)


16-12-2015, 22:54
ავტორი Lollipop
ნანახია 2 763

ამერიკელი ბავშვების პასუხები კითხვაზე: "რა არის სიყვარული?"
4 წლის ერი: „სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები.“
4 წლის მერიენი: „სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც კი, თუ მთელი დღით შინ მარტო დატოვე.“
4 წლის ბილი: „როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად ამბობს.“
6 წლის რებეკა: „როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა,ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა,მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.“
6 წლის კრისი: „სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ.“
6 წლის მარკი: „სიყვარულია, როცა მამა დედას აბრაზებს და ის არ აიმრიზება.“
7 წლის ნოელი: „სიყვარულია, როცა ვინმეს ეუბნები, რომ მისი ტანსაცმელი მოგწონს და ის ყოველდღე ერთნაირად იცვამს, რომ გაგახაროს“
7 წლის კერენი: „როცა ვინმე გიყვარს, წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და თვალებიდან ვარსკვლავები გცვივა.“
7 წლის დენი: „სიყვარულია,როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.“
8 წლის ჯესიკა: „თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა,მიყვარსო და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.“
ეს – რაც შეეხებოდა ამ კითხვაზე პასუხებს, კონკურსში კი გაიმარჯვა 4 წლის ბავშვმა. მის მოხუც მეზობელს გარდაეცვალა მეუღლე. დაინახა რა, კაცი ტირისო, ბიჭუნა შევიდა მის ეზოში და კალთაში ჩაუჯდა. ასე იჯდა დიდხანს. როცა დედამ ჰკითხა, რა უთხარი ჩვენს მეზობელსო? ბიჭუნამ მიუგო – „არაფერი, მხოლოდ ტირილში მივეხმარე...“



№1  offline წევრი Lana Tomlinson

რა კარგი პასუხები იყო belay ასე მეგონა ზრდასრულები ამბობდნენ :დ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent