შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოობა


11-06-2017, 21:31
ავტორი dikunia
ნანახია 2 751

ოთახი.. საკუთარი ოთახიც კი რა დამცინავი ხდება მაშინ, როცა სახლში ბრუნდები და არავინ გხვდება...
მარტოობის გარდა...
რომელსაც წამზომი არ აქვს, არც განსაზღვრული დრო და არც ის იცი როდემდე გაგრძელდება...
ისე... ადამიანს არავინ უნდა ჰყავდეს საკუთარი თავის გარდა...
არც მოლოდინი გექნება ვინმესი...
არც საკეტში გასაღების გაჩხაკუნებისგან შეიკავებ თავს შიშით - არავინ გავაღვიძოო და
სახლში დაბრუნებულს არც თვალი გაგეპარება დივნისკენ, იმ იმედით, რომ იქ ვინმე დაგხვდება... - ეშმაკური მზერით მომღიმარი და ტექსტიანი:
- "სიურპრიზ!"...
ჩვენ კი ბავშვობიდან ლოდინს გვასწავლიან და გვაჩვევენ...
ხან მშობელს ელოდები - სამსახურიდან როდის დაბრუნდება,
ხან საბავშვო ბაღის ფანჯარასთან ატუზულს გაქვს ვინმე "შენიანის" გამოჩენის იმედი...
მერე იზრდები და მაინც არაფერი იცვლება, ყოველთვის ვიღაცას ველით...
ჩემთან კი ისევ ბავშვობისნაირადაა ყველაფერი...
მშობლის ლოდინით დაწყებული, ფანჯარასთან ატუზვით დამთავრებული, რომელიც ბავშვობისდროინდელისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ჩემი ოთახისაა და არა საბავშვო ბაღის...
დანარჩენი ყველაფერი იგივეა!...
ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლების რაოდენობა...
მინებზე შემორჩენილი გაურკვეველი ფორმის ნახატები და
თვალებში მოლოდინი...
რომელსაც ვერა და ვერ მივეჩვიე...



№1  offline წევრი stranger9

ვერ ვეჩვევით. ასეა...
კარგი იყო

 


№2  offline მოდერი bla.ell

ჰჰჰ...ვერაფერს ვამბობ...არა კი ვამბობ მაგრამ აი რა გითხრა არვიცი...ძალიან კარგია❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent