იდილია
გრილა. ნიავი სასიამოვნოდ მიხორკლავს კანს და მეც განაბული ვზივარ აივანზე ძლივს გამოთრეულ სავარძელში. ყველაზე საოცრარ ხმად ჩამესმის "I don't want to change your mind" და ვნატრობ, არაფერმა დამირღვიოს იდილია. საოცარია უკანასკნელ წერტილამდე გაბრწყინებული მთვარე. კიდევ უფრო საოცარი კი იმის ნახვაა, როგორ ეხვევა ღრუბლებში. ალბათ მასაც შესცივდა. გრილა. "I don't want to change you" ისმის ყურსასმენებში და ამჯერად უკვე სიამოვნებისგან მბურძგლავს. რამდენად დიადი და ამავდროულად რამდენად მწირი შესაძლებლობები გვაქვს ადამიანებს. ახლა, ამ წუთების საუკუნედ გაგრძელება რომ შემეძლოს, ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი. ვიჯდებოდი, ვუყურებდი ამოუცნობ ციურ სხეულებს და დაუსრულებლად მოვუსმენდი რაისის ჯადოსნურ ხმას. მაგრამ, შეუძლებელია. აქაც ეს საზიზღარი სიტყვა. შე-უ-ძლე-ბე-ლი ყველაზე სანატრელი ხომ ზუსტად ისაა, რასაც შეუძლებელს ვუწოდებთ. ასეა. მიუწვდომელი ყველაზე მეტად გვხიბლავს. ხელმისაწვდომს ზედაც არ ვუყურებთ და შორეულს ვეპოტინებით. რა უცნაურები ვართ ადამიანები. როგორ გვაბედნიერებს სულ მცირე, თუნდაც ციური სხეული, რომელსაც დამოუკიდებლად სინათლის წარმოქმნაც კი არ შეუძლია. მაგრამ - არა. ჩვენ მაინც რაღაც საოცარს, ჯადოსნურს შევნატრით და ამასობაში გვავიწყდება ყველაზე მთავარი, არაჯადოსნური, თუმცა ბედნიერების მომტანი. ვზივარ. ვფიქრობ და ჩემს ფიქრებში ვქმნი იმ უსასრულობას, რამდენიმე წუთის წინ შეუძლებლად რომ მოვიხსენიე. ვზივარ, ვუყურებ ამოუცნობ ციურ სხეულებს და დაუსრულელად ვუსმენ რაისის ჯადოსნურ ხმას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.