შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*********


13-06-2017, 21:20
ნანახია 1 662

'ძალიან რომ იღლები.
ძალიან რომ გტკივა.
ძალიან რომ ცარიელდები.
და რომ გგონია,
მეტი აღარ შეგიძლია.
გარედან არაფერი გეტყობა,
მაგრამ სული კივის..
ეს დაზეპირებული ტკივილები.
ეს განუკურნებელი მარტოობა.
ეს შებრუნებული ზურგები.
ეს რუტინული მიტოვებები.
ეს ვერნათქვამი სიტყვები.
ეს ვერგაღიმებული სახეები.
ეს მარადიული სევდის შეგრძნებები.
ყოველ ღამით,
დაძინებამდე რომ ფიქრობ,
არსად მიხვალ,
სადაც არ გელოდებიან.
არავის ნახავ,
ვისაც არ ენატრები.
არავის აპატიებ,
ვინც მეორედაც იმავეს გააკეთებს.
და ყველაფერს იგროვებ შიგნით.
და ცხრაასჯერ ეუბნები საკუთარ თავს, რომ დაიღალე.
და გეზარება სიცოცხლე.
გეზარება საკუთარი თავი.
მაგრამ არასდროს გეზარება წასული ადამიანების მობრუნება.მაგრამ არასდროს გეზარება მოღალატე ადამიანების მეცხრედ ნდობა.
მაგრამ არასდროს გეზარება მათი მონატრება.
და ყოველ დილით იწყებ ახალ ცხოვრებას,
დგები ზურგით
და აღარავის პატიობ.
და აღარავის ელოდები.
და აღარავინ გენატრება.
მაგრამ როგორც კი ღამდება,
როგორც კი რჩები საკუთარ თავთან მარტო,
მძაფრდებიან ეს დღისით შემსუბუქებული,
თითქმის დავიწყებული ტკივილები.
და ხდები ზუსტად იგივე,
ვინც ხარ.
ზუსტად ისეთი,
სულ რომ ტოვებენ.
სულ რომ ენატრება.
სულ რომ ელოდება.
და იღლები.
ძალიან იღლები.
და ცარიელდები.
ძალიან ცარიელდები.
და ყველას ეუბნები,
რომ ხარ კარგად.
რომ არაფერი გიჭირს.
და ინგრევიან,
იშლებიან,ილეწებიან ეს იმედის სახლებიც.
(იმედებიც ხომ ზუსტად იმიტომ არსებობენ, რომ გაცრუვდნენ)
და აშენებ ხელმეორედ,
ხელმეათედ,
ხელმეასედ.
ვერ ბედნიერდებიან ჩემნაირები.'



№1 სტუმარი მოცინარი

ძალიან მაგარია!

 


№2  offline წევრი შიზოფრენიკი

eremar
ღმერთო დიდებულო, მადლობა, რომ ეს ჩემი განცდები, რასაც ამ წუტს განვიცდი, სხვის მიერ გადმოცემული, თან ასე ზუსტად, წამაკითხე და თვალნათლივ დამანახე ჩემი საცოდაობა :((((((((((((((( როდემ გაძლებს ადამინი ასე??? არვიცი, ვერ გავიგე, სულ მგონია რომ ბოლო წვეთია,მაგრამ არა, კიდევ და კიდევ ემატება, ივსება და ივსება... დამღალა ამდენმა ურეაქციობამ, შემჩნევლობამ, უპასუხობამ, არაფრად ჩაგდებამ....დდავიღალეეე...... მეც ადამინი ვარ, მეც მიდგას პირში სული, მეც გამაჩნია ნერვული დაბოლოებები, მეც გამაჩნია გრძნობელი და განცდები, ანუ მეც მოკვდავი ვარ და ნუ იზამთ ისე რომ მიმიყვანოთ ამ ბოლომდე. რა იყო, ადამინები არხართ??? რა დაგიშევეთ საამისო, რით ვერ გამოვისყიდე მერე, რომ სულ იქით, სულ იქით გინდათ ყველაფერი. მე კიდე უარაფრობა მკლავს ნელნელა, უჯრედუჯრედ ამდენი წელი. რამედ რომ ვღირდე მე თქვენთვის ერთ სიტყვას მაინც გაიმეტებდით ჩემთვის, მაგრამ არაა... არც მიმჩნევთ, თითქოს ჭიანჭველა ვიყო და თქვენზე იყოს ჩემი სიცოცხლე დამოკიდებული, იმასაც კი მამადლით, რომ ფეხს არ მაბიჯებთ და სიცოცხლეს მჩUქნით იმით რომ არ გამსრისოთ. უაღრესად მადლობელი ვარ თქვენი სიცოცხლის ბოლომე...


"ცხოვრება ბუნებრივი და მოულოდნელი ცვლილებების სერიაა, ნუ უარყობ მას - ეს მხოლოდ სევდას წარმოშობს. დაე ერქვას რეალობას რეალობა" იქნებ რამე შეიცვალოს...
ბოლოსდაბოლოს ყველაფერს ხომ დრო კურნავს. ხოდა მიეცი დროს დრო!

 


№3  offline მოდერი bla.ell

ამატირე...საოცარია...აი...თავბრუ დამეხვა...მაკანკალებს...არ შეიძლება იგივეს გრძნობდე...იგივეს წერდე იგივეს გადმოცემდე...იგივეს გასცემდე...უსაზღვროა ჩემი ემოცია...უკვე შემიყვარდა შენი შემოქმედება და შენ...❤❤❤

 


№4  offline წევრი შიზოფრენიკი

bla.ell
ამატირე...საოცარია...აი...თავბრუ დამეხვა...მაკანკალებს...არ შეიძლება იგივეს გრძნობდე...იგივეს წერდე იგივეს გადმოცემდე...იგივეს გასცემდე...უსაზღვროა ჩემი ემოცია...უკვე შემიყვარდა შენი შემოქმედება და შენ...❤❤❤


ძალიან გამახარე!❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent