First Hug
-თავში ყველაფერი დალაგებულად, რომ არ მაქვს იმიტომ, ვწერ დალაგებულად... ღმერთმა არ ქნას, ერთი ჭკუით და ერთი გონებით ვუყურო ამ ცხოვრებას. ჯვარი მეწეროს, ოდესმე ჩემს თავში ყველაფერი კარგად იყოს. *** მე ემი ვარ.ვცხოვრობ მშობლებთან და დასთან ერთად.მეთორმეტე კლასელი ვარ.მომავლისთვის დიდი გეგმები მაქვს, წელს უნივერსიტეტში ვაბარებ და დიდ იმედებს ვამყარებ. ყოველთვის დამჯერე შვილი ვიყავი და ოჯახისთვის პრობლემები არასოდეს შემიქმნია, ბევრი ჩემი თანატოლისაგან განსხვავებით. ჩვეულებრივი გოგო ვარ არაფრით გამორჩეული, გრძელი მუქი თმებით, საშუალო სიმაღლის,ჯიუტი ხასითი მაქვს, მიყვარს მარტო ყოფნა და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ, რაც შეეხება პირად ცხოვრებას შეყვარებული ამ დრომდე არ მყოლია.ზოგადად ამ საკითხის მიმართ, განსხვავებული შეხედულება მაქვს. ადა ყოველთვის მეუბნება, რომ უცნაური ვარ. ადა ჩემი დაქალია, ბავშვობიდან ერთად ვართ და ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის.სამწუხაროდ მამა ადრე გარდაეცვალა, დედამ აქ, რომ ვერაფერი შეძლო გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასულიყო, ადა კი ბებიასთან დატოვა.ლამაზი გოგოა და თაყვანისმცემლებიც არაკლია.ახლა ისევ, ჩემზე განვაგრძობ საუბარს, უკვე აღვნიშნე, რომ მარტო ყოფნა ძალიან მიყვარს და კომუნიკაბელურიც არ ვარ, თანაც ეს ერთფეროვნება ძალიან მომბეზრდა... -მინდოდა, რაღაც ახალი, რაც სასიამოვნო ცვლილებებს გამოიწვევდა და მე ვიცოდი თუ რა იქნებოდა ეს! ამ ბედნიერებას დანიელი ერქვა. ადამიანი, რომელსაც შეეძლო ყველაფერი შეეცვალო ჩემს ცხოვრებაში უკეთესობისაკენ! საშინლად მინდოდა მის გვერდით ყოფნა და დროის უკან დაბრუნება. რამდენ რამეს შევცვლიდი…!თავში სულ მისი სახელი და მასთან ერთად გატარებული დრო მიტრიალებდა, დანიელი, დანიელი, დანიელი…! ეს იყო ადამიანი,რომელთანაც პირველი ჩახუტება არასოდეს დამავიწყდება, მახსოვს როგორი ბედნიერი ვიყავი, სიხარულისაგან ღამეც აღარ დამეძინა და ვფიქრობდი ჩვენს პირველ მოულოდნელ შეხვედრაზეჰოდა ასე დაიწყო ყველაფერი…. *** 2015 დაახლოებით 12 საათი იქნებოდა, რომ გამეღვიძა. მასწავლებელი გვიან მქონდა, ამიტომ დრო ვიხელთე და ჩემს გემოზე ვინებივრე საწოლში, მობილური ავიღე და ფეისბუქი ჩავრთე, მაგრამ მალევე გავთიშე მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა. დიდი ხნის, შემდეგ ზანტად წამოვდექი საწოლიდან და სააბაზანოსკენ გავეშურე, მერე დედას ვთხოვე ყავა მოემზადებინა, ამასობაში მასწავლებელთან წასვლის დროც მოვიდა. ერთი სული მქონდა, როდის გავთავისუფლდებოდი და ადას ვნახავდი. როგორც, კი მასწავლებლიდან გამოვედი ადას დავურეკე და პარკში შევხვდით ერთმანეთს, ბევრი ვისაუბრეთ, სახლში საღამოს დავბრუნდი და ჩემს ოთახში შევედი, მუსიკები ჩავრთე, საწოლში კომფორტულად მოვთავსდი და ფეისბუქი ჩავრთე, სმსები გავხსენი, რაღაც ჩათი გაიხსნა სადაც მე, ლიზა(ჩემი ახლო მეგობარი) და ვიღაც დანიელი ვიყავით. ე.ი.დანიელი ლიზას ახალი ბოიფრენდი ყოფილა როგორც გავიგე და უნდოდა, რომ ჩემთვის გაეცნო. სიმართლე გითხრათ დანიელმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და მალევე შევეწყვეთ ერთმანეთს, ლიზა ბევრს მესაუბრებოდა მასზე... *** ერთხელ რაღაცაზე იკამათეს და დანიელმა პირადში მომწერა, რომ დავხმარებოდი და შემერიგებინა,მეც რათქმაუნდა დავთანხმდი, ერთი კარგი იდეა მოგვივიდა, მალე რაღაც კონცერტი იგეგმებოდა ქალაქში, თან დანიელი ძალიან კარგად უკრავდა გიტარაზე და გადავწყვიტეთ ამ კონცერტზე მას დაეკრა, ლიზასთვის მიეძღვნა მათი საყვარელი მუსიკა და ამით შემოერიგებინა. ნუ ეს გეგმა კარგი იყო ორივეს მოგვწონდა, ამიტომ ამ თემაზე საუბარს თავი დავანებეთ და "ჩვენზე" დავიწყეთ საუბარი, ძალიან მსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა, გვიანობამდე გაგრძელდა ჩვენი საუბარი, მერე რაღაც მუსიკა დამილინკა და მალევე გავედით ფეისბუქიდან... ასე გადიოდა დღეები და აი მოახლოვდა კონცერტის დღეც, სამწუხაროდ ჩემი და დანიელის გეგმა ვერგანხორციელდა, რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ ლიზა მაინც შეურიგდა... ამ კონცერტზე მე და ადა ერთად წავედით, დილიდან ქალაქში ვსეირნობდით, ძალიან ბევრი ღონისძიება იყო დაგეგმილი: ნახატების გამოფენა, პერფორმანსი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საღამოს კი კონცერტი. მთელი დღის მანძილზე დიდი იმედი მქონდა, რომ სადმე დანიელს გადავეყრებოდი და ფეისბუქის გარეთაც გავიცნობდით ერთმანეთს, მოსაღამოვდა მაგრამ ის არშემხვედრია, მისი ნახვის იმედი თითქმის გადაწურული მქონდა, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო რაღაცები ხო მოულოდნელად ხდება ... კონცერტი ძალიან მოგვეწონა მე და ადას, მაგრამ დავიღალეთ, ამიტომ შინ დაბრუნება გადავწყვიტეთ, დედაჩემს დავურეკე და ვთხოვე, რომ ჩვენთვის მოეკითხა.ხალხმრავლობას გავეცალეთ და მყუდრო ადგილას გადავწყვიტეთ დალოდება, ორივე ჩუმად ვიყავით, უცებ ჩემკენ მომართული გამჭოლი მზერა შევნიშნე, შემდეგ ლანდი, რომელიც ნელ-ნელა მიახლოვდებოდა, თავი ლანდისკენ მივაბრუნე და უცებ გავშეშდი.. გულმა აჩქარებით დამიწყო ფეთქვა, თვალებს არ ვუჯერებდი ეს ხომ დანიელი იყო, სწრაფი ნაბიჯებით მოიწევდა ჩემკენ, სიხარულისგან თვალებზე ბინდი გადამეკრა, წამიერად გავითიშე, შემდეგ შეხება ვიგრძენი დანიელი მაგრად მომეხვია და უცებ გონს მოვედი...მარტო იყო და გამიკვირდა, მეგონა ლიზაც მასთან ერთად იქნებოდა, მაგრამ ის სახლში ადრე დაბრუნებულა, მალევე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. სიხარულისგან ხტუნვა დავიწყე, ადა გაოცებული მიყურებდა, ადა: " ემი, კარგად ხარ ? მე: "ასე კარგად ჯერ არვყოფილვარ" ამ დროს დედაჩემმაც მოგვაკითხა და გზაში უცებ დანიელის მიერ დალინკული მუსიკა გამახსენდა ... ესეც ჩემი პირველი ჩანახატი, მართალია დაუსრულებელია მაგრამ ველი თქვენს შეფასებას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.