შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამალი ჯანმრთელობისთვის


17-06-2017, 03:22
ავტორი ათერის
ნანახია 1 398

ძნელია წერო,როდესაც თავში უამრავი სიტყვა ერთად მოდის.ენა გებმევა, არ იცი რითი დაიწყო,მაგრამ მაინც აგრძელებ თითებით სიტყვების შექმნას,რათა სხვაც გახვიო შენ ემოციებში და ოდნავი შვება იგრძნო.
ღამე-დრო,როდესაც ნამდვილი შენ ხარ და არა ის,ვინც გინდა რომ იყო.რატომ გვაწვება მთელი დღის ნაგროვი,შეკავებული ემოციები მაინც და მაინც ღამე? მაშინ,როდესაც ყველა სიჩუმემ მოიცვა,ყველას ემოციამ მიიძინა,მკითხველო,რატომ გვღვიძავს მე და შენ ? პასუხი მარტივია.ჩვენ ცარიელი ადამიანები ვართ,რომლებშიც აღარ არის ბედნიერება.ერთადერთი რაც დაგვრჩა ჩვენი შიშველი სულია,გამოფიტული,გამოლეული.ყველა ვიღაცამ დაგვაცარიელა.ჩვენი წილი ბედნიერება ვიღაცაში დავტოვეთ.
მართალი ყოფილა რომ უთქვამთ,ურთიერთობაში ერთს უფრო მეტად უყვარს მეორეო.ამ შემთხვევაში მე აღმოვჩნდი ის,ვისაც უფრო მეტად კიარა, არამედ მხოლოდ მე მიყვარდა.მკითხველო,გითქვამს საკუთარ თავზე უარი სიყვარულის გამო?მე ასე მოვიქეცი.4 წელი ვუარყოფდი ჩემს თავს.თავს ვიბრმავებდი.მეგონა,ბედნიერი ვიქნები,გავცოცხლდებითქო.
მიყვარდა.თან როგორ.გავთელე ჩემი პრინციპები,სიამაყე და მთლიანად მასში ჩავიძირე.მივეცი უფლება რომ ჩემი ნაწილებად ქცეული სულით გამოკვებილიყო მაშინ,როდესაც მე თვითონ მჭირდებოდა კვება.ყოველი "ბედნიერი" დღის შემდეგ ღამე მოდიოდა,როდესაც ვიცოდი რომ ყველაფერი ასე დამთვრდებოდა.მასთან ერთადაც მარტო ვგრძნობდი თავს.ყოველი ბედნიერი წუთი მტკიოდა,რადგან მომავალი არ ჰქონდა.დღეს მოვიშორე ყველა ნივთი,რომელიც მას მახსენებდა.თითქოს ხორცები ამაჭრეს.თითქოს ბოლო იმედიც გამომეცალა ხელიდან.იმედი იმისა რომ ბედნიერი ვიქნებოდი.
საოცარია,რამდენ რამეს შეგვიძლია გავუძლოთ მე და შენ.სული,რომელიც ყვირის,ტყავს იძრობს,იწვება და ხორცი,რომელიც გაუნძრევლად ეგუება ამ ყველაფერს.დრო აღარ გადის.ყველა დღე ერთმანეთს გავს.იღვიძებ არაფრისთვის და იძინებ ამ არაფრის დასავიწყებლად.სამწუხაროა რომ ეს ყველაფერი პირველად არ ხდება.უკვე ისე შევეჩვიე რომ ტკივილის გარეშე ალბათ ვერ ვიცხოვრებ.მე და ტკივილი ერთნი გავხდით.ჯერ ხელი მომკიდა,შემდეგ ჩემში გადმოინაცვლა.ისეთი გაუსაძლისი იყო,თუმცა დრომ თავისი ქნა და ამასაც შემაგუა.
მკითხველო,ყოფილხარ სიგიჟის ზღვარზე?შეგშინებია საკუთარი თავის?მე კი. ასეთი გაგვხადა ადამიანმა,რომელიც გვიყვარდა,დაგვამახინჯა.მოგვწყვიტა ფერად სამყაროს და ახლა გვაიძულებს რომ ვიბრძოლოთ ჩვენი თავისათვის.სიგიჟის ზღვარია როდესაც სრულ უაზრობაში ხარ. ვერ ხედავ ვერაფრის აზრს.რატომ უნდა იარსებო?ვინ იცის,კიდევ რამდენჯერ გადაგვივლიან.
ჩვენ ყველა ადამიანში ვტოვებთ ჩვენს თავს.საბოლოოდ კი აღარ ვართ.ჩვენ არ ვცხოვრობთ,უბრალოდ არსებობას გავნაგრძობთ.ჩვენ ყოველ დღე სუიციდს მივმართავთ,რათა უარესად მოვკლათ ჩვენი თავი,იმის იმედით რომ ერთხელაც ამ ტკივილსაც აღარ ვიგრძნობთ,აღარ შეგვჭამს მონატრება.რატომ უნდა ვაშენოთ საკუთარი თავი,თუ ისევ ვიღაც მოვა,სულს შეგიბერავს და დაგანგრევს.მაგრამ ეს სულის შებერვაც რომ სასიამოვნოა.ჩვენ მაზოხისტები ვართ.მოგვწონს,როგორ გვაყენებს სხვა ტკივილს.იქნებ მასე მაინც გავცოცხლდეთ.
ყოველ ღამე ვკვდებით ჩვენს ემოციებთან ერთად და დილით თავიდან ვიბადებით.ახლა ღამეა,თქვენთან,თქვენში ვკლავ ემოციებს,რომ უარესად არ გავგიჟდე.მინდა ვიცოდე,რომ მარტო მე არ ვარ ასეთი.გათენდება.ახალი დღე დაიწყება თითქოს იმედით,მაგრამ ღამეს ვერსად ვერ გავექცევით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent