შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბზარულ სულს


17-06-2017, 23:50
ავტორი waris
ნანახია 1 231

როცა ღამის სიმარტოვე ძებნას გიწყებს უეჭველია ადრე თუ გვიან ხელებში მოგიმწყვდევს. კეკლუცი ბავშვივით გაგაბრუებს და სადღაც შორს, ფიქრთა მორევში ჩაგითრევს.. იქ ყველაფერი ისეა როგორც მე მინდა ან იქნებ შენ, იქნებ სულ სხვას უცხოს?! მოგონებები კარგი და აქაიქ ცუდიც.. სადღაც კუთხეში ჩემი ფიქრებიც მიყუჟულან და ალბათ მათაც უნდათ ერთი სიცოცხლე.. გამომჟღავნების ნებას ითხოვენ..
ჩემი ფანჯრიდან ხშირად ვხედავ ბიჭს ან კაცს.. ზუსტად ვერ ვიტყვი, დრომ დიდი კვალი დაამჩნია..არასდროს მინახავს ასეთი ახალგაზრდა ნაოჭები...ტკივილით დაბერებული ახალგაზრობა. უსახლკაროა სახლით , ახლობლებით მოკლედ ყველაფრით.. საწოლად მიწა გაიხადა და სახურავად ცა.. როგორც ხდება ხოლმე მეგობრობასაც მხოლოდ ქუჩის ძაღლები უწევენ.. დამცინავი ბევრი ყავს დამხმარე ძალიან ცოტა. ჩემი ყურადღება მაშინ მიიქცია , როცა ერთ დღეს, საღამოს ჩაიარა, მთვრალმა.ალბათ სამადლოდ გაცემული მოწყალება სასმელზე გადაცვალა.. ძლივს მიაბიჯებდა.. ხელებს უგზოუკლოდ იქნევდა სულ მარტო იყო და გაუჩერებლად ბუტბუტებდა.. ჩხუბობდა, საკუთარ თავს ურტყავდა და თან ტიროდა..მისი თითოეული ბგერა სულის კვნესას ჰგავდა თვითგვემა კი კიდევ ერთელ უსვამდა ხაზს მის სიმარტოვეს.. ამბობენ გიჟიაო.. სიარულისას თავი მიწისკენ აქვს დახრილი, მიწისკენ რომელიც ადრე თუ გვიან, ალბათ უფრო ადრე თვითონ გახდება..არ მემეტება.. ხომ ხდება ისეც რომ დაინახავ და სული გტკივა.. გენანება.. ადამიანად აღარ თვლიან არადა მასაც ხომ აქვს თავისუფლება.. თუ სადმე მივა ეჩხუბებიან,აგდებენ და სიმარტოვეს საჯიჯგნად უგდებენ. უყვარს ნიავი. ერთადერთია რაც ეხება, უთანაგრძნობს.. წვიმაც უყვარს მისი ცრემლების მოზიარეა.. და თითქოს მისი ისტორია ბევრად მეტია ვიდრე სიგიჟე.. იქნებ თავს გიჟად მხოლოდ იმიტომ აჩენს, რომ მართლა არ შეშალოს გარშემო მიმოფანტულმა უსამართლობამ.. ყოველ დილით მზის სხივები აღვიძებს.. პირველი თოვლის მნახველიც ისაა და პირველი მერცხლის ჭიკჭიკის მომსმენიც.. და თუ ვიღაცა მისკენ თავის თითებს გაიშვერს, ვერდაინახავს. ამ დროს ისევ მიწას უყურებს, მის თავშესაფარს.. ასეთი ბევრია და ყველა მათგანს აერთიანებს ეს ისტორია.. ტკივილი, სიგიჟე.. და სახლი.. თავშესაფარი ლოგინად მიწა და ცა.. მათი თვალები ცას მიპყრობილი პოულობენ იმას რაც ყოველ დილით უფლებას აძლევს გამოიღვიძონ.. ვინ იცის.. იქნებ ასეთი ადამიანების ტანჯვის ხარჯზე ვართ ბედნიერები.. იქნებ ისინი ინანიებენ ჩვენ ცოდვებს.. იქნებ ისინი ბუტბუტებენ ჩვენზე ღმერთთან.. უყვებიან როგორი სხვანაირები ვართ.. არ შეიძლება მათი ცრემლები უგზოუკლოდ იკარგებოდეს. ალბათ ის ერთ-ერთი დედამიწელთაგანია, რომლის დედა მიწაა ..ხვალ როცა მე მაღვიძარა ძლივს გამაღვიძებს..ჩაბნელებულ ოთახში..იმათ ისევ მზე ახარებს ახალ დღეს.მის თვალებში არეკლილი მზე გაათბობს სიცივისგან დაბზარულს სულს...



№1  offline წევრი dikunia

სამწუხარო რელობა....ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი,გული მტკივა ადამიანებს ამ მდგომარეობაში რომ ვხედავ. ყველას თავისი ცხოვრების ისტორია აქვს და არავინ იცის მის გარდა რა ტკივილს და დარდს ატარებს ყოველ დღე.....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent