შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონატრებული "მე"


18-06-2017, 14:04
ავტორი mikussa
ნანახია 1 479

ყველა სიყვარულისფერი გრძნობა გამეყინა, სიყვარულის მსგავსი განცდა აღარ დამრჩა გულში, რაღაც უცაბედად ჩამწყდა გულში და რეალობაში დაბრუნება ვეღარ მოვასწარი. ჩემთვის უცნაური განცდა აიზილა დღევანდელობაში, ვითომ წარსულს ვიბრუნდები ისევ, სადაც მართლაც არაფერი ყოფილა სიყვარულის მსგავსი.
რაღაც, ჩემი თავიც აღარ მაბედნიერებს, წამია ასეთი, უცნაური, არეული. თითქოს საფიქრალიც აღარ დამრჩა, უკან ვიხედები და ამასაც ვტყუი. ისე ვარ თითქოს ბევრი სათქმელი დამიგროვდა და ამის ადგილი არსად არის. უმიზეზო დაღლილობის მწვავე შეგრძნება მაქვს, საუბარი მინდა, ჩემებური.
ჩემი ბედნიერების მიზეზით არსებული ცხოვრება ცოტა მახრჩობს, ეს რეალობა არ შეესაბამება ჩემს სურვილს, წერა მინდა.. სხვასთან თუ არავისთან ჩემს თავთან საუბარი მინდა, მსმენელიც მინდა ვაღიარებ.
რაღაც საგრძნობლად ბევრი რამ დამიგროვდა გულში, ჩემს იქით გასაქანი რომ არ აქვს მათთაგან არცერთს. გაშვება მინდა ცოტახანით მაინც.
ამ წამს არაფერზე აღარ მეღიმება, თითქოს ვერაფერი ვეღარ მამშვიდებს, რაღაც წარსულისკენ ვიზნიქები, სადაც ასეთი ცხოვრების გარდა არ მქონია რეალობა. რაზეც ცოტახანში ავდგები და დღევანდელობაში დაბრუნებულს გამეცინება.
გაორება მჭირს, ორი მეობა..
ახლანდელს უსაზღვროდ მოენატრა გუშინდელი ჩემი თავი. დაბრუნება კი შეუძლებელია, რადგან მაყურებელია გაფანტული. ისეა რომ მათი დაბრუნების უფლება არ მაქვს. მე კი არა, სამყაროა მთლად შეცვლილი, მათ რა უნდა მოვკითხო ახლა.
მე ოჯახი მყავს, მაგრამ მაკლია რაღაც, წარსულის(ფერი), წერა მინდა, წერა თუ არა, ფიქრი მინდა, ეგეც თუ არა, მსმენელი მინდა, ჩემნაირი..
უსაზღვროდ ბევრი რამ დამიგროვდა გულში, ტირილი მინდა.
ახლა მხოლოდ ჩემს პატარას თუ დაველაპარაკები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent