შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე რომ აღარ ვიყო!


20-06-2017, 00:02
ავტორი Elli Na
ნანახია 1 613

მე რომ აღარ ვიყო...
ხშირად ვფიქრობ იმაზე თუ რაიქნებოდა ჩემი სიკვდილის შემდეგ, ან რა შეიცვლებოდა ამით?!
ალბათ არც არაფერი.
 
ერთ დღესაც გაიღვიძებდა ჩემი მშობლები, ნათესავები და მეგობრები, ხოლო მე კი არა!
 სამუდამოდ დავიძინებდი და ჩემს სხეულს მატლები შეჭამდნენ, როგორი ამაზრზენია არა ? მაგრამ ეს ხომ რეალობაა !
ალბათ, როდესმე ყველას გვიფიქრია იმაზე თუ რა მოხდება ჩვენი ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ, ვის დაწყდება ჩვენზე რეალურად გული, ვის დავაკლდებით ყველაზე მეტად და ვის ეტკინება ჩვენი აქედან წასვლა?
დიახ, დიახ! სწორედ ეს კითხვები მიტრიალებს თავში და სასტიკად მინდა ვიცოდე ვის ვადარდებ ყველაზე მეტად !
ეგოისტი ადამიანის იერს ვტოვებ მემგონი ამ ნაწერით, მაგრამ მე უბრალოდ ინტერესი მაქვს ამ საკითხისადმი!

 დედა იტირებდა! ალბათ ჩემს ფოტოებს მაგრად ჩაიკრავდა გულში და ძლიერ დავაკლდებოდი! ყოველ დღე და ღამე ჩემზე იფიქრებდა! მაგრამ დრო ხომ ყველაფრის მკურნალია და ამ დროის გასვლის შემდეგ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი, რაც არუნდა მწარე იყოს ეს მისთვის  ნელდება ოდნავ მაინც ის მძაფრი შეგრძნება.

 მეგობრებს ალბათ პირველი 1 კვირა გაუჭირდებოდათ ჩემს გარეშე, მაგრამ შემდეგ უჩემობასაც შეეგუებოდნენ.

 ეს ცხოვრება ჩემით არ დაწყებულა და არც დამთავრდება !

 ვიღაცას წამიერად გავახსენდებოდი,შევებრალებოდი,ამოიოხრებდა და იტყოდა საწყალი რა ახალგაზრდა წავიდა აქედან! მერე ისევ ჩვეულ რუტინას დაუბრუნდებოდა.
ზოგადად ადამიანის დამოკიდებულება ხომ ასეთია, სიკვდილის შემდეგ ხდება დაფასებული ნუ უფრო შებრალებული, იმ მომენტში ყველას გული შესტკივა მაგრამ მერე...მერე.....

 მე აღარ მექნებოდა სახელი წლების მერე.

მე აღარ ვიქნებოდი ვინმე მერე.

მე არავინ გავხდებოდი.

მე დავიწყებას მივეცემოდი.....



№1  offline მოდერი bla.ell

ვვოოოვ რა მაგარი ჩანახატიაააheart_eyesბრავო ძალიან კარგი იყო

 


№2  offline წევრი Elli Na

bla.ell
ვვოოოვ რა მაგარი ჩანახატიაააheart_eyesბრავო ძალიან კარგი იყო

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია თუ მოგეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent