შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიტოვებულ გოგოებს!


20-06-2017, 01:54
ავტორი tuksi
ნანახია 1 381

გამარჯობა გოგონა! დღეს ქუჩაში შევხვდით ერთმანეთს და შენ ტიროდი. იცი როგორ გაიზარდა ჩემში ბრაზი სამყაროსადმი,როცა კიდევ ერთ განადგურებულ ახალგაზრდას შევხედე? მერე ჩემში ახალი კითხვები გაჩნდა.
ღმერთო იმაზე ფიქრიც არ მინდა თუ როგორ იტანჯებოდი, არ მინდა წარმოვიდგინო რა გტანჯავდა და გაწამებდა. ისეთი ბრაზი ვიგრძენი სამყაროსადმი როგორც არასდროს.
რომ შემძლებოდა განუგეშებდი, მაგრამ გაციებულ ადამიანს სხვისთვის სითბოს გადაცემა არ შეუძლია. მხოლოდ ერთის თქმა მინდოდა შენც აუცილებლად გასცემ,, კითხევბს პასუხს (მნიშვნელობა არ აქვს რა გაწუხებდა) და ჩემნაირი გახდები, მინდოდა მეთქვა, რომ დადგებოდა დღე და აღარც შენ იტირებდი ქუჩაში, მინდოდა მეთქვა, რომ ახლა მე, რიგით გამვლელს, ყველაზე კარგად მესმოდა შენი ცრემლების და არ აქვს მნიშვნელობა რა გაწუხებდა.
ჰო შენ გადარჩები, ისევე როგორც მე გადავრჩი ან, როგორც სხვები გადარჩნენ.
მეგობარი განუგეშებდა და შენ ტიროდი, გეფიცები ტირილი, რომ კიდევს შემეძლოს მეც ვიტირებდი.
,,შენს ცრემლებს არავინ იმსახურებს'' ეს ბანალური ფრაზაა, მაგრამ ყველაზე ნამდვილი. მეც არ მესმოდა ამ ფრაზის სანამ ჩემს თვალწინ სული არ გაიშიშვლეს.
ვერ გადარჩები, ვერც შენ, ვერც მე და ვერც ვერავინ. ყველანი დავიტანჯებით, ეს ბუნების კანონზომიერებაა, მერე ალბათ შენც შენებურად გააფრენ (ისევე როგორც მე გავაფრინე) და იცხოვრებ შენს კუნძულზე.
დღეს ჩემს სიცარიელეზე მწარე შენი ცრემლები იყო, ჩემს გამო არა, მაგრამ შენი ცრემლის გამო, მე, რიგითი გამვლელი დავიტანჯე, რადგან მახსოვდა მსგავსი დღეები და ზუსტად ისე ჯდომა, როგორც შენ იჯექი შენს მეგობართან.
ჰო კიდევ ერთი ის იყო, რომ შენც იქ იჯექი. მე დავიტანჯე შენთან ერთად, ბოღმამ დამახრჩო. რატომ? რატომ ტირის ყველა?
ერთი რაღაც ვისწავლე, ცხოვრებას უნდა ეთამაშო, უნდა აწამო, როგორც გაწამებს და უნდა გაქვავდე.
შენთანაც ისე გაიშიშვლებენ სულს ერთ დღეს ნიღბიანები, როგორც ჩემთან და მერე ჩემსავით შენც სხვისი ტკივილი დაგტანჯავს, რადგან შენსას ვეღარ იგრძნობ.
ერთ დღეს, როცა ქუჩაში გახვალ მიხვდები, როგორი ცივი გახდი, მაგრამ, როგორ გესმის ნებისმიერის ტკივილი.
მე ვერავის მოვატყუებ ბედნიერება არსებობსთქო. არა ძვირფასო ბედნიერებას თავის დრო აქვს, მერე ალბათ ბედნიერებაც ბოროტდება და მასაც უნდა სხვა ცხოვრება.
გამრჯობა გოგონა, მე დღეს გნახე და არ განუგეშე, მაგრამ ვიცი შენც გადარჩები.
იტირებ, იტირებ, იტირებ, იტირებ და ერთ დღესაც წავლენ ცრემლები, წავლენ გრძნობები, წავლენ ოცნებები, იმედები და მიხვდები რომ შენ გადარჩი. დაიწყე ახალი ცხოვრება და ძლიერი ხარ, ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს.
ჰო დღეს ქუჩაში ჩემი თავი ვნახე წარსულში და ვერაფერი გავაკეთე, შეიძლება მომავალშიც ვნახე ჩემი თავი და ვერ ვიცანი, მაგრამ ვიცი დღეს ამ ქალაქის ქუჩებში ჩემზე ძლიერი არავინ იყო.
მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ ვინც ღრუბლებიდან ქვესკნელში კი არა პირდაპირ, ნამდვილ, რეალურ დედამიწაზე აღმოჩნდა და ის გადარჩა.
გამარჯობა გოგონა, შენც ასეთ გადარჩენას გისურვებ. შენ გადარჩები, ვიცი გადარჩები.
მე აღარ მინდა თვითმკვლელი ინდივიდები, მე აღარ მინდა ვიღაცის გამო მკვდარი გოგოები ან ბიჭები, მოდი აქეთ მოკალი მთელი სამაყო და მასზე ვინც ოდესღაც ტკივილი მოგაყენა იცინე, იცინე იმიტომ რომ ის ვერასოდეს გახდება ისეთი ძლიერი, როგორიც შენ ხარ, ის ჩაძვრება სოროში, ლაჩრულად გაიქცევა, დაეცემა, იხოხებს, იფორთხებს და შენ მშვიდად აუვლი გვერდს. და შენ გადარჩები.
გამარჯობათ დეპრესიულო გოგოებო, თქვენ გადარჩებით და სამყაროს ფეხთან დაიგდებთ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent