ქუჩაში ერთხელ
იცი როდესაც მე დაგინახე ქუჩაში ერთხელ, იქვე გზისპირას თვალებს ცრემლი მოადგა წამით სულის სიღრმეში რტოლვით და მალვით ეს ცრემლი იყო დასაბამისი დიდი გრძნობების აპოკალიპსი ბედნიერების გზის დასაწყისი და სიყვარულის პანორამისი იცი როდესაც მე დაგინახე ქუჩაში ერთხელ, იქვე გზისპირას უცებ რაღაც ზებუნებრივმა ჩემში ძლიერად გრძნობებს შეჰყვირა ის ძგერა იყო ჩემი გულისა ის გრძნობა იყო სიყვარულისა ის დარდი იყო ჩემი სულისა რაც შენში მხოლოდ მე მეგულისხმა... რთულია მიხვდე რისთვის მოხვედი რისთვის წახვედი წუთისოფლიდან რატომ გიყვარდა ან არ გიყვარდა რაიყო მასში რაც არ გხიბლავდა იცი როდესაც მე დაგინახე ქუჩაში ერთხელ, იქვე გზისპირას მე შენში ვნახე ქვეყნიერება ამ წუთისოფლის ბედნიერება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.