შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღვიძებს ფიქრი, შუაღამისას.


21-06-2017, 02:17
ავტორი Uknown--
ნანახია 1 492

მაღვიძებს ფიქრი, შუა ღამისას... საწოლიდან ვდგები, სააბაზანოში გავდვარ და სარკეში ვიყურები. ჩემს ანარეკლს ისე ვაკვირდები, გეგონება პირველად ვხედავდე. თითოეულ ნაკვთს ვიმახსოვრებ და მიკვირს. არ ვიცი რა, მაგრამ ფაქტია ასეა. ხელს სახეზე ვისვამ, აი ამ ადგილას მან მაკოცა, აი აქაც. მახსენდება ის მომენტები. თითოეული მილიმეტრი რომ დამიკოცნა სახეზე და უნებურად ტანში მცრის. ღმერთო, ღმერთო როგორ მიყვარს. აკოსილ თმებს ვიშლი, ჩემს მხრებზე ეცემა. ჩემს თავს თვალებში ვუყურებ, უცნაურია. მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს ტუჩებზე ვისვამ. მიშკა. თავში ერთი სიტყვა მიტრიალებს მხოლოდ, მიშკა. მახსენდება როგორ მაკოცა და გული მიჩქარდება, მუცელში პეპლები დაფარფატებენ. ეს შეგრძნება იმდენად მომწონს, რომ იმ კოცნაზე ფიქრს განვაგრძობ, მომწონს როგორ რეაქციას გამოხატავს ჩემი სხეული როცა მასზე ვფიქრობ. მახსენდება როგორ მიყურებდა თვალებში და ისევ სიამოვნებისგან მაჟრჟოლებს. ვიცინი, ჩემდა
უნებურად ვიცინი. ჩემს თავს ვუცინი. სარკის მეორე მხრიდან რომ მიყურებს, სწორედ მას. ხელები მიკანკალებს, როგორც მაშინ. მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, მახსოვს როგორ ჩამჭიდა პირველად ხელი, როგორ შეეხო მისი თითები ჩემსას. მახსოვს როგორ ჩამეხუტა, პირველად... მერე ნელ-ნელა, მშვიდად და წყნარად, აუჩქარებლად დავიწყეთ ერთმანეთის შესწავლა. პირველად ლოყაზე, მერე შუბლზე, მერე ყელში კოცნა, და ბოლოს... მისი ტუჩების შეხება. რომ მაკოცა და იმ კოცნას რომ მთელი სული ამოაყოლა. ღმერთო მადლობ, მადლობ რომ მყავს, მადლობ რომ ჩემია, მადლობ რომ მიყვარს. ჩემს ანარეკლს ბოლოჯერ ვავლებ თვალს და ვითიშები.

---

ჰეი გაის, იმედია ძალიან არ დამიწუნებთ, ჩემი პირველი ჩანახატია, ჯერ ვსწავლობ sweat_smile მითხარით რას ფიქრობთ, ღირს სხვა ჩანახატების დადება? ვეცდები უკეთესები დავდო heart_eyes



№1  offline წევრი მარიამი019

ჰაჰ,მეცნო რაღაცები...კარგია,თან პირველისთვის ^^ რაც შეეხება რჩევას,თავი ისე არ იგრძნო,როგორც "ფეისბუქზე"..აქ უფრო თბილა...(ფეისბუქიო რომ გითხარი,უმიზეზოდ არ მითქვამს ^^ ) წარმატებები!

 


№2  offline წევრი Uknown--

მარიამი019
ჰაჰ,მეცნო რაღაცები...კარგია,თან პირველისთვის ^^ რაც შეეხება რჩევას,თავი ისე არ იგრძნო,როგორც "ფეისბუქზე"..აქ უფრო თბილა...(ფეისბუქიო რომ გითხარი,უმიზეზოდ არ მითქვამს ^^ ) წარმატებები!

დიდი მადლობაა ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent