შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სად ვარ.


19-03-2017, 23:07
ავტორი NoOne
ნანახია 1 141

ერთი და იგივე რესტორანში, ერთი და იგივე მუსიკა სვუსმენთ, ერთი და იგივე ჰაერს ვსუნთქვავთ ცეკვისგან გულმოვარდნილები. ის, სხეულის ცეკვით გულამოვარდნლი. მე, სულის ცეკვით გულამოვარნილი. ჩვენი მაგიდა პრიალაშუშებიან კარის პირაპირ დგას, თქვენი მოშორებით, მარცხნივ. ვფიქრობ, რომ ათასში ერთხელ მიინც აპარებს თვალს ჩემსკენ. ყოველ უბრალო ხუმრობაზე ხმამაღლა , გულიანად ვიცინი თითქოსდა არ მაინტერესებდეს არფერი და არავინ. არ ვტოვებ შანსს ფეხზე წამოვდგე, თუნდაც ცუდათ მყოფ მეგობარს საპირფარეშოში გავყვე, რომ გულისრევის დროს მისი შუბლი მეჭიროს. საბოლოოდ, ღია ფერის კედლებში, თუმცა სიბნელეში მოლივლივე ფერად სხივები დარბინ. ის ცეკვავს, მათთან ერთად და არამარტო მათთან.
ის ცეკვავს, გოგოებთან ერთად რომელთაც ზედმეტად მოკლე, ტანზე მომჯდარი , მოდური კაბები აცვიათ ჩემი კაბისგან განსხვავებით, რომელიც თხელია, ოდნავ მუხლს ზემოთ, ფრიალა, ცისფერი. კუთხეში მდგარ, გრძელი სავარძლის მესამედსაც კი არ ვიკავებ.
მარტო ვარ.
მოწყენილი არ ვარ. უბრალოდ მსგავსი ჩვევა მაქვს, ცოტა სულ ცოტა ალკოჰოლიც კი მათრობს, მერე მარტო ვჯდები და ხალხის დაკვირვებით ვერთობი.
ვაკვირდები, ვინ როგორ აქნევს თეძოს,
ვინ ვის ეპრანჭება, ვინ მიყვება მეგობარს საპირფარეშოში შუბლის დასაჭერად.
ფეხებს ვკეცავ, რომ დივანზე კომფორტულად მოკალათებულმა გავაგრძელო ჩემისაქმიანობა.
ვაკვირდები, როგორ იხრება მუხლებში მუსიკის ტემპს აყოლებული,
როგორ უღიმის სხვა გოგოებს, როგორ არ წუხდება ჩემი მზერით.
ქვედაბოლო მაღლა არის აწეული, ისე გამოვიყურები როგორც საკუთარ სახლში გამათბობელთან მჯდომი, როცა რაიმე საინტერესოს ვკითხულობ.
ვდგები.
ყველასგან მიტოვებულ მაგიდასთან მივდივარ, საკუთარ ჭიქას ვპოულობ და სანახევროდ ვავსებ წითელი, გემრიელი ღვინით. აქეთ–იქით ვიხედები რადგან ნამდვილად არ მაწყობს ვინმემ ლოთად ჩამთვალოს და ზემდეტსახელიც შემერქვას.
მაგიდასთან ახლოს მარტოდ მჯდომ , მორცხვ გოგონას ვხედავ რომელიც თვალებგაფართოებული და მაინც მოწყენილი სახით მიყურებს.
ისევ საკუთარ ადგილს,
ისევ საკუთარ პოზას,
ისევ საკუთარ საქმიანობას
ვუბრუნდები.
ღვინის ჭიქა, ისე მიჭირავს როგორც ნამდვილ ქალბატონებს ფილმებში.
თავი მტკივდება ზემდეტი ხმაურისგან, ვცდილობ ხმაური გავთიშო ამიტომ თავს უკან, დივნის საზურგეზე ვდებ.
სიმშვიდეს ვგრძნობ.
საბოლოოდ, დივნის გამოძრავებით ვხვდები, რომ ვიღაც აშკარად ჩემს გვერდითაა.
თვალებს ვახელ,
მას ვხედავ.
მე არმიყურებს, არც სხვას უყურებს. დივნის დანარჩენ ნაწილზე წევს, ფეხები ძირს უწყვია (თავზე ხომ არ დამაწყობდა) და ჭერს მიშტერებია. აქ „რატომ ხარო“ ამ ხმაურისთვის ისეხმადაბლა წარმოთქვა, რომ სანამ არ შემომხედა და წარბი არ ამიწია ვფიქრობდი ეს კითხვა მე მეკუთვნოდა თუ არა, წარბის აწევით კი თითქოს კიდევ ერთი კითხვის ნიშანი დასვა.
მხრებს ვიჩეჩევ და კითხვას ვუბრუნებ. ისე მიყურებს თითქოს პირვლად დამინახა, თითქოს პირვლად გამიცნო, თითქოს ასე ახლოსაც პირვლად არის. ვიცოდი, რომ მისი პასუხი მოკლე და ცივი იქნებოდა თუმცა მაინც ველოდებოდი ბანალური შინაარსის პასუხს, როგორც ბიჭებსჩვევიათ. პასუხად მხოლოდ „ვისვენებ“ მივიღე.
თვალები დახუჭული აქვს, თითქოსდა მართლა ამ ხმაურში გამოძინებას აპირებსო.
ვუყურებ,
ვუყურებ,
აღარვუყურებ,
ვუყურებ,
აღარ ვუყურებ,
აღარვუყურებ.
ახლოს დიდტუჩება, წვრილთვალება გოგო მოდის და სთხოვს, რომ ჩაიჩოჩოს.
ის ჩააიჩოჩა.
გვერდით მიუწვა და თმისკენ წაიღო ხელი.
ის თვალებს არ ახელს.
თვალებს ისევ არ ახელს.
ვდგები.
გავდივარდა რესტორნის გარეთ ბეტონის კიბეებზე ვჯდები.
„ცივ ქვაზე არ დაჯდე, გაცივდები და შვილები აღარ გეყოლებაო“ მაშინვე ბებოს სიტყვები მახსენდება და ოდნავ მეღიმება.
კარის გაღების და ვიღაცისფეხის ხმა მესმის.
გული მიჩქარდება.
სახეზე ხელს ვისვამ და ველოდები როდის მოვა...
არ მოდის.
ისევ არ მოდის..
საბოლოოდ კი უკან ვტრიალდები.ის არაა.. რათქმაუნდა.
მე ფილმში არ ვარ
და არც წიგნია.
ვდგები..
მას თუ არა სხვას ხომ უნდა ბავშვები ჩემგან მეთქი, ვფიქრობ და საკუთარ ფიქრებს დავცინი.. :



№1 სტუმარი გიკი გოგო

ეჰ მგონი ყველას გვყავს ერთი "ის"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent