შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო ჩანახატი


25-06-2017, 16:37
ავტორი ფერია
ნანახია 1 708

ახლა ,ამ წამს ,ჩემმა გულმა თეორიულად ფეთქვა შეწყვიტა და მოვიდა სწორედ ის დრო ,რომ მე ვილაპარაკო . თუნდაც არ მეყოს სუნთქვა, ვფიცავ ყველეფერს ვიტყვი ! ვიტყვი სათქმელს და მე წავალ ... ეს არ იქნება ჩემი მორიგი ბანალური ჩანახატი . ესაა მხოლოდ და მხოლოდ ის სიტყვები ,რომელიც შენამდე უნდა მოვიდეს . ვიცი ვერ გაიგებ და უბრალოდ გაგეცინება : ჩემო პატარა მოგცლიაო მეტყვი შენ.
ამ ცხოვრებაში იცი რამდენი იმედგაცრუება მერგო წილად ?
სულ ცოტახანია რაც ვცხოვრობ ქვეყანაზე. რომ დავფიქრდე შესაძლოა წამებს შევადარო უკან მოტოვებული წლები ,მაგრამ იმდენი გულისტკენა იყო ,ვფიქრობ მომავალში რამდენი მელის კიდევ წინ ...
მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა იმედი მქონდა ცხოვრების ბოლომდე უთბეს არსებად დარჩებოდი ,რომელიც მოვიდოდა,ჩამეხუტებოდა და ყველა წარსულ იმედგაცრურბას,გულისტკენას დამავიწყებდა ... მაგრამ შენც ერთი დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდი.
შენი წასვლა შემიძლია შევადარო იმ ტიპიურ სცენას თუ როგორ ამაყად ჩაუვლის ცხვირაბზუებული ელიტის წარმომადგენელი გზად შეხვედრილ მათხოვარს ... მიუხედავად იმისა ,რომ შენ არ ყოფილხარ ზემოთ აღნიშნული საზოგადოების ნაწილი მე ნამდილად ვიყავი სითბოს მათხოვარი ... შენში ვეძებდი იმას, რაც ცხოვრებამ ერთიორად დამაკლო ... მეგონა ყველა ცოდვას ,რომელსაც ჩემი სხეული იტევს ერთიანად გააქრობდი და შეძლებდი ობივით მოდებული კითხვის ნიშნებიც გაგექრო
შენ კი ყველა სხვა დანარჩენივით ზედმეტად ბანალური აღმოჩდნი
ფერფლად იქცა პირველი ჩახუტების ეიფორია და ძველებურად ვეღარ მიჩქარებ გულს ...
თუმცა რადგან სიმართლის თქმას ვგეგმავ მხოლოდ, არ იქნება მართალი თუ ვიტყვი,რომ მე ვარ დამნაშავე ... მიუხედავად ჩემი მერყევი ხასიათისა მტკიცედ გადავწყვიტე ასე უხეშად და სენტიმენტალურად დაგმონებოდი შენ !
დასკვნები ნაადრევი აღმოჩნდა ...
ეს შენ!
სწორედ შენ აქციე ყველაფერი შავ-თეთრ კადრად !
მე ისევ ის ვარ
ვერ შეძელი დარჩენილიყავი
ჩემთან ...
დარჩენილიყავი ჩემში.



№1  offline წევრი Vizuka03

Wow!! სიმართლე გითხრა უკვე იმდენად მქონდა გადაწურული იმედი, რომ ვინმეს ჩანახატი მომეწონებოდა ამ საიტზე, ვერც კი წარმოიდგენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent