შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბადება


26-06-2017, 19:25
ავტორი tuksi
ნანახია 1 225

ეს უკანასკნელი ღერი იყო და რიგით მე-5 ჭიქა ყავა დილიდან.ეს არ არის დეპრესიაში ჩავარდნილი ინდივიდის ნაწერი. პირიქით, მგონია მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც ასე მარტივად გადაიტანა ეს ყოველივე. ყოველგვარი ცრემლის, ყოველგვარი თვითმკვლელობის, ყვირილის ან მტვრევის გარეშე. აი ასე ერთ დღეს ადგა და საკუთარ თავში სრული სიცარიელე აღმოაჩინა. მერე ყველა კითხვას უპოვა პასუხი და კვლავაც სიგარეტს გაუკიდა, სიცარიელე იყო მეტი არაფერი, არც ტკივლი და არც სიხარული, არც ცრემლი და არც გოდება.
ღამის 4 საათზე ფანჯარას მივაშურე, ამ ადგილიდან კარგად ჩანს უჯანასკნელი ჩახუტება. სიგარეტი კვლავაც იწვოდა. (ვაღიარებ ვერ ვხვდები ახლა რატომ ვეწევი, როცა არც მამშვიდებს (დასამშვიდებელი არფერი მჭირს) და არც მსიამოვნებს.)
ფანჯარა გამოვაღე.
დავინახე ეზოს წინ როგორ ჩამეხუტა.
მერე მანქანა დაქოქა და...
და
ერთმანეთი შევიძულეთ.
მე ალბათ იმ ძალით შემძულდა, როგორც მიყვარდა.
მას ალბათ იმ ძალით, როგორც ვუნდოდი. (ვჭირდებოდი.)
მერე მივაძახე ჭკვიანად იყავითქო. კიო. არ დამიჯერა.
მერე ბოლო ტყვია მოიმარჯვა და მესროლა.
არ მოვკვდი. დავცარიელდი.
სიგარეტი, ეს უკანასკნელი იყო, რაც ასე გვძულდა ორივეს და მე ის შევიყვარე, შევიყვარე ყველა და ყველაფერი რაც ასე გვძულდა. ერთმანეთისგან ზურგებით დავდექით და ჰორიზონტს გავყევით. მისი პირველი გაჩერება 2 ნაბიჯში იყო, მე სიცარიელეში ჩავიკარგე.
ჰო მართლა, ჩემი ფანჯარა ისევ ღიაა და უკანასკნელად ვეხუტები.
გათენებამდე დიდი დროა, შემიძლია კიდევ ერთ ღერს მოვუკიდო და ჩემში ეს სიცარიელე ბოლით ამოვავსო. ჩემს ლოგინთან კვლავინდებულად წამლები დევს, გამთენიისას ვალდებული ვარ დავიძინო.
ოოო არა, ვხედავ, ისევ ჩახუტებულები ვდგავაართ.
ანა, დახურე ფანჯარა, ნუ ეხუტები!
დაიხურა ფანჯარაც და ყველაზე ახლო მოგონებაც.
დღეს როგით მეორე დღეა, რაც მისი სახე არ დამინახავს. 3 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა.
7 საათიც დაიწყო, მორჩა 1 ჭიქა ყავაც და დავიძნებ.
უი ჰო დამავიწყდა მეთქვა: ერთად ხშირად ვსვამდით ყავას და ეს ერთადერთი მავნე ჩვევაა რასაც ვერ ვუღალატე.
წვები და არ იცი გეშინოდეს თუ არა შენი სიმშვიდის. წვები და ხვდები ხვალ კიდევ თავიდან დაიბადები. აქ ადამიანები იღუპებიან, შენ - გადარჩი.
წვები და იძახი ეს ბოლო ღერია.
და მერე გადარჩი.
და მერე დაიბადე, სულ თავიდან.
გამარჯობა ახალო გოგო, ეს ბოროტი სამყაროა, სადაც კიდევ ბევრჯერ მოგკლავენ!


***
გამარჯობა ახალო ცხოვრებავ!
არ ვიცი ახლა რა სიტყვები შეეფერებათ მოღალატე, მატყუარა და უნამუსო კაცებს... არა მგონია მათზე ლანძღვა-გინება იყოს ზედგამოჭრილი, მაგრამ ვიცი ცხოვრება არავის ინდობს და მითუმოტეს არაკაცს არ დაინდობს.
მე არ გისურვებ კარგს, არც - ცუდს, მაგრამ ცხოვრება გადაწყვეტს ყოველივეს.
შენ უკვე დაეცი, როცა შენი არაკაცული იდეა ვერ განახორციელე და კიდევ ერთხელ გიხილე ჩემს ფეხებთან.
მერე გაიქეცი.....
ღმერთო რა სასიხარულოა გაქცეული კაცის ყურება.
მე არ ვარ ანგელოზი, რომ შენს ბედნიერებაზე ვილოცო და არც ეშმაკი რომ დაგტანჯო, მაგრამ ცხოვრება არავის ინდობს და....
არ გემშვიდოები და არც გესალმები, უბრალოდ მივდივარ და უბრალოდ ვამაყობ, რომ ასე დაეცი, რომ ვერაფრით მომიგე, რომ ვერ გამამწარე და ბოლოს წლების მერე შევხვდეთ ერთმანეთ და გავიგოთ ვინაა გამწარებული.
წარმატებები შენს არც კარგ და არც ცუდ ცხოვრებაში.
ბედი გადაწყვეტს ვინ რას ვიმსახურებთ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent