უთქმელი სიტყვები
როგორ მინდა გითხრა, რომ ახლა უნდა იპოვო ძალა შენს თავში და სვლა გააგრძელო. ვიცი, არაა ადვილი. მაგრამ ისიც ვიცი, რომ სხვა გზაც არ არის. ცხოვრება გამეტებით იქნევს მუშტებს. რას ვიზამთ, ასეა ყველაფერი მოწყობილი. მარწუხივით მიჭერს ყელში უსამართლობა, რადგან შენ ხარ ის, ვისაც ცხოვრების მუშტი მოხვდა უსამართლოდ. არადა, სწორედ შენ არ იმსახურებდი ამას. ბედმა გაგწირა ასე სასტიკად და არც წყვეტს შენ ირგვლივ გაურკვევლობის ძაფების ხლართვას. როგორ მინდა გითხრა, რომ არ უნდა დაეცე ცხოვრებისა და ბედისწერის ჯიბრზე.ყოველთვის იმ სიცილით უნდა გაიცინო, რომლითაც ახლაც იცინი ჩვენ გვერდით. როგორ არ მინდა, შენს თავთან მარტო დარჩენილი ტიროდე! როგორ არ მინდა, ძილის წინ ვარსკვლავებს უყურებდე და ამბობდე: ,,მარტო ვარ!“ როგორ მინდა გითხრა, რომ ზოგჯერ მარტო ცხოვრება კი არა, ადამიანებიც უსამართლოდ ვიქცევით. გახსოვს ის დღე? მაშინ მე არ ვყოფილვარ მართალი... დამნაშავე ვარ, რომ ოდესღაც, დიდი ხნის წინ, გავიქეცი. შენ თვითონაც იცი, ყოველთვის ყველაფერს ცხელი გულითა და სიტყვებით ვაფუჭებ. მაშინ მეც მომხვდა ცხოვრებისგან მუშტი. მართალია გვიან, მაგრამ ბევრ რამეს მივხვდი. ვიცი, ვერასდროს გეტყვი რომ ვნანობ. სიტყვების ნაცვლად, იმედია, ქმედებები გეტყვიან ბევრ რამეს... ეს სინანული ყოველთვის ჩემში იქნება. ვნანობ, მაგრამ მაინც ეგოისტურად მიხარია, რომ ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ამაზე მეტად გამეხარდება, ცხოვრების დარტყმას რომ გაუძლებ. (თუ გაუძლებო არ დავწერე, ვიცი რომ გაუძლებ!) იცოდე, რომ მე ამის მჯერა. შენი მჯერა უსამართლო ,,მეს!“ როგორ მინდა ეს ყველაფერი გითხრა, მაგრამ ძალა არ შემწევს. რეალობაში სიტყვაძუნწი ვერ ვიპოვი სიტყვას, რომ დაგამშვიდო. ზოგჯერ საუბარზე მეტად დუმილშია შვება... მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს: უბრალოდ გაიღიმე! არ მისცე ცხოვრებას უფლება დაცემულს გიყუროს! ------------------- საუკუნეა არაფერი დამიწერა. ვიცი, ეს ჩანახატიც ვერ დაიმსახურებს თქვენს მოწონებას. მაგრამ მაინც ძვირფასია ჩემთვის, რადგან მეგობარს ეხება. გმადლობთ, ვინც დროს უთმობთ და კითხულობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.