ჰო, ასე უცებ დავნებდი ავდარს!
მზე ჩაესვენა... მის მბრწყინავ სხივებს ვეღარ იხილავს მწყურვალი სული! ჩვენ შევიცვალეთ თუ გრძნობა ქრება? აღარ ასვენებს გონებას გული! აჩრდილიც ზოგჯერ წააგავს ავ კაცს და გთხოვ, საფლავზე დამიდე კალა! ჰო, ასე უცებ დავნებდი ავდარს, ზედმეტად ადრე დავკარგე ძალა! ნაღველში ქრება ჩვენი ცხოვრება და მისაკუთრებს მელანქოლია! თუ არ მღალატობს ჭკუა-გონება, ასეთი გრძნობა ჯერ არ მქონია! და ვერ ვიშორებ უგულო ზამთარს, საოცრად მართობს ეს ფერთა გამა! ჰო, ასე უცებ დავნებდი ავდარს, ზედმეტად ადრე დავკარგე ძალა! და ვერ გავუგე ცხოვრების ანბანს, ძნელი ყოფილა საეჭვო განსჯა! ხომ ვეღარ ვუვლი ვარდების ბაღებს და სამუდამოდ აჯობებს გაცლა! მზე ჩაესვენა... გამქრალ ოცნებად იქცა კარმენის წითელი კაბა! ჰო, ასე უცებ დავნებდი ავდარს, ზედმეტად ადრე დავკარგე ძალა! მე სათითაოდ ვკარგავ ყველაფერს და მომავალი უკვალოდ გაქრა! შემომეძარცვა ირგვლივ სამოთხე და ძლიერ მინდა ტკივილთან გაყრა! მომავლის გზაზე მღელვარე ფრაზად მუდამ ჩამესმის სასტიკი არა! ჰო, ასე უცებ დავნებდი ავდარს, ზედმეტად ადრე დავკარგე ძალა! ოცნება მქონდა მომავლისფერი და შენი ტკენა არასდროს მსურდა! მინდა გახსოვდეს, მუდამ მიყვარდი... სხვისი ცხოვრების არასდროს მშურდა! ვიცი არ წყვეტს დედამიწა ბრუნვას, მაგრამ გული იხვეწება: კმარა! ჰო, ასე უცებ დავნებდი ავდარს, ზედმეტად ადრე დავკარგე ძალა! უცნაურად დაგვირგვინდა გარჯა (მხოლოდ ესღა გაიმეტა ბედმა), რადგან მხოლოდ მოგონება დარჩა... გამამხნევა უცნაურმა ფერმა! განმარტოებით, უბრალო ქოხში, ბზინავს სიკეთით უმანკო ბაგა! ჰო, ასე უცებ დავნებდი ავდარს, ზედმეტად ადრე დავკარგე ძალა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.