ბროწეული
პირვერიგში გეტყვით იმას, რომ ვარ ძალიან აუტანელი ხასიათის მქონე. ჩემს მეგობრებს ბევრი რამის ატანა უწევთ, ცოტა არ იყოს მეცოდებიან.)))) ვიზრდები სოფელში. დიდი სურვილი მაქვს აქაურობას მოვშორდე. აქაური ადამიანები მაღიზიანებენ, მათი აუტანელი მენტალიტეტი,რომელიც 90-თიანი წლების მიმდევარები არიან. მათვის მნიშვნელობა არ აქვს რომელი საუკუნეა და როგორი თაობა მოდის. უიიიი. მართლა იმ სოფელს სადაც მე ვიზრდები ჰქვია, „ჩუმლაყი“. ჩვენს ოჯახში ვცხოვრობთ , 6-ადამიანი . ბებია და ბაბუაც ცოცხლები მყავს, მაგრამ არმინდა ცუდად გამომივიდეს მაგრამ ბებიაჩემი აუტანელი ქალია. თითქმის სულ იმას ცდილობს , როგორ მომიშალოს ნერვები, როგორ გამაღიზიანოს სხვადასხვა საკითხებში. კიდევ მყავს, ჩემზე 6-წლით უფროსი ძმა. რომელიც ძალიან მიყვარს, სულ ვჩხუბობთ, ვთამაშობთ, ვუყურებთ კომედიურ გადაცემებს და ვცდილობთ ყოველივე დღე ბედნიერად და პოზიტიურად ჩავატაროდ. დადგაა გაგაცნოთ ჩემი მშობლებიც. მამაჩემი არც , თუ ისე კარგი ადამიანია, მაგრამ არის კარგი მამა. პატარები ვიყავით მე და ჩემი ძმა, როდესაც მამა დაიჭირეს. ამ ყველაფერს დედა ძალიან, განიცდიდა და ვცდილობდით მე და ჩემი ძმა გვერდში მდგარიყავით. არცეთხელ გამომიტოვებია მამასთან ციხეში მისვლა, რატომღაც დედას სულ თან დავყვებოდი. ალბათ მეშინოდა რომ რაიმე არ დამათნოდა და მამასავით ისიც არ წასულიყო. მგონი ძალიან, ბევრი რამის მოყოლა გამომდის მშობლებზე და მოვკეტავ. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი მშობლები, ისევ ერთად არიან და ისევ, ისე უყვართ ერთმანეთი როგორც ძალიან დიდი ხნის წინათ. ახლა მოგიყვებით ზოგადად ჩემს სკოლაზე. არ შემიძლია არ აღვნიშო ჩაცმულობა. გოგოები და ბიჭებიც ისე დადიან თავი ცირკში და ზოოპარკში მაიმუნები, რომ არიან ისინი გეგონებათ. ჭორიკნებიც არ გამოგვლევიაა, იმდენები არიან სულოდაგულო. მასწავლებლები გყვავს, პრიკოლები უნდა სულ ახვიო და ახვიო როგორც კასეტა. ერთი სული და გული მაქვს როდის დავამთავრებ სკოლას და როდის მოვშორდები ამ სოფელს. დღეს პირველად გავბედე ასე თამამათ დამეწერა ჩემს ცხოვრებაზე. არასოდეს არ დამიწერია, ასეთ ფაილში. ესეც ვფიქრობ ჩემი დეიდაშვილის დამსახურება, რადგან ისარის ჩემი მაგალითი, ასაკით ჩემი ტოლია, მაგრამ არის ძალიან ბრძენი და ჭკვიანი. დიდი ხანია რაც იგი ასეთ დოკუმენტებზე მუშაობს და წერს უამრავ საინტერესო მოთხრობებს, რაც მე ძალიან მიხარია და მეამაყება. კიდევ ის მიხარია, რომ ზუსტად მისგან ვიღებ მაგალითს. ვფიქრობ რომ ჩემი დეიდაშვილი ჩემთვის და კი არა, ყველაფერია! რაც შეეხება წიგნების კითხვას : ბევრი წიგნები მაქვს, წაკითხული. ვფიქრობ, რომ ადამიანები წიგნების კითხვით უფრო, ვითარდება და ძალიან ბევრ და საინტერესო ინფორმაციას იგებს. ვცდილობ უფრო, ისტორიული წიგნებით დავკავდე და მას უფრო დავუთმო დიდი დრო, ვიდრე ფენტეზის ჟანრის წიგნებს. ფენტეზის ჟანრში თითქმის სულ მოგონილი ამბებია და მისტიური. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.