შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

* * *


6-07-2017, 15:30
ავტორი Eva_
ნანახია 1 111

მთვარე სიბნელეში არ ყვიროდა, თითქოს გაუჩინარებას ლამობდა, ან ფიზიკის თეორიას რომ მივყრდნობოდი, ამ ციურ სხეულს ტემპერატურა აკლდა და საკმარის ენერგიას ვერ ასხივებდა არემარის გასანათებლად..
მთვარე კელვინის 1 C-ზე გაიყინა და აღარ ჰქონდა ტემერატურა რომელსაც 273-ს დავამატებდით, რომ აბსოლუტური ტემპერატურა მიგვეღო.
თავი გავაქნიე, ფიზიკა ხომ წლების წინ ჩავაბარე, თუმცა მაინც ჩემი კელვინიან, აბსოლუტურიანად გავაგრძელე გზა. აღმართს ავუყევი. ერთმანეთზე მიმდგარი სახლები და ის სიმეტრიულობა რომელიც ხეებს შორის იყო, გამაღიზიანებლად მომხვდა თვალში. წამით შევჩერდი და ირგვლივ მიმოვიხედე. ნუთუ მხოლოდ მე ვიყავი გიჟი, რომ შუაღამისას ქუჩაში დავეხეტებოდი? ან ისინი იყვნენ ზედმეტად ნორმალაურები ვისაც უკვე ეძინათ?
- არა, უნდა იყოს ვინმე, ვინც ჩემსავით შეეცდება მდუმარე ქუჩების მოსმენას, ან მის შევსებას მაინც, - ჩავიბურტყუნე
ახლა შევამჩნიე ჩემი შვი მაისური, რომელიც მხოლოდ იმიტომ ჩავიცვი რომ ‘’ცხოვრებაში ყველა ფერი გამომეცადა’’, როგორ უხდებოდა ქუჩის ღამეულ კოშმარებს. ჩემგამ 15 მეტრის მოშორებით სხეული დავლანდე. მისი სიჩქარე დაახლოებით 3 მ/წმ უნდა ყოფილიყო, თუ აარ გავინძრეოდი ჩემთან დაახლოებით 5 წამში უნდა აღმოჩენილიყო. წამით შეტრიალება და უკან წასვლა დავაპირე მაგრამ მომერიდა. ნაბიჯი წინ გადავდგი და ნაცნობ სახეს შევეფეთე. მის გამოხედვაში არც მწუხარება ამა სოფლისა და არც სიყვარული წუთისოფლისა არ იკითხებოდა, მხოლოდ იაფფასიანი არყის და ობიანი პურის სურნელმა მოაღწია ჩემამდე და ცხვირი ამიწვა
- გამარჯობა, შენ აქ ნახვას არ ველოდი,
ხმა უკანკალებდა, ისევე როგორც მთელი სხეული. ხელში კი ლუდის ბოთლი ეკავა, მინაზე დადებული ორთქლის მიხედვით თუ ვიმსჯელებდი ახალი ნაყიდი უნდა ჰქონოდა, ხოლო მისი თვალების მიხედვით შემეძლო მივმხვდარიყავი რომ პირველი ბოთლი არ იყო რომელსაც ჩაცლიდა და სადმე ახლოს, ძირგავარდნილ ნაყვისურნაში მოისვრიდა.
- მატერია დროის საშუალებით არსებობს, თუ დრო მატერიის? - დაიბნა
- ჰმ.. მშვენივრად გამოიყურები
- ანუ მაინც მატერიის, - ახლა კი შეეშინდა
ცას ავხედე, არც ერთი ვარსკვლავი არ ჩანდა. თუ ცაზე ვარსკვლავები არ ჩანდა, ესე იგი შავი ხვრელის წარმოქმნის საშიშროება დედამიწის თავზე კლებულობდა, თუ აზრი არჰქონდა?
ივა მიყურებდა..
- იცი რომ მოკვდა? - გამიკვირდა რომ მკითხა. კითხვებს იშვიათად სვამდა, სასმლისგან განსხვავებით
- დიახ.
- მაგრამ არ იცი - როგორ.
- დიახ.
- დიახ იცი თუ დიახ არ იცი?
- დიახ.
- რა დიახ?
ნერვიულად წამოიკივლა. გამეღიმა.
ჰაერში ბგერის სიჩქარე V=340მ/წმ. ჩემსა და მას შორის მანძილი დაახლოებით 30 სმ იყო ანუ 0.3 მეტრი. მისი კივილი ჩემ ყურამდე 1133,3 წმ-ში მოვიდა? არა რაღაც შემეშალა. ყურში უხეში ულტრა ბგერები უფრო მალე მომხვდა. ის ის იყო გავიფიქრე ამას სახლში გადავამოწმებთქო, რომ ივას დაჭყეტილ თვალებს გადავაწყდი. სიბნელეშიც კი ლურჯ ვიტრაჟს წააგავდა. მზერა ტუჩებზე გადავიტანე, რომლებსაც ნერვიულად კუმავდა, თუთქოს ბაგეებს მომწყდარ სიტყვების ნიაღვარს აკავებსო.
- დამალევინებ? - ლუდის ბოთლს დახედა, შემდეგ გამომიწოდა.
ორი ყლუპი მოვსვი. გამთბარიყო. რათქმა უნდა მთვარეზე გაყინული კელვინის ნაცვლად აქ 35C იყო. გვერდით გავიხედე და მაღაზიის ვიტრინაში არეკლილ შუქს შევხედე. ოპტიკა. სინათლე ან აირეკლება, ან გარდატყდება. გარდატეხის კუთხე დაცემის კუთხესთან შედარებით ნეტავ გაიზრდება? იქნებ შემცირდება? ჩემი თავიც დავინახე ვიტრინაში და ლუდის ბოთლი ხელში რომ მეკავა, არასასიამოვნოდ მომხვდა თვალში.
ივას ბოთლი დავუბრუნე და წარბებშეჭმუხნულმა შევხედე. სახეზე ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. სცხელოდა თუ რამეზე ნერვიულობდა? მივხვდი რომ სისხლის დუღილის ტემპერატურა დამვიწყებოდა.
- სახლში წასვლას არ აპირებ? - ვკითხე
შევეცადე თავაზიანად გამეღიმა, მაგრამ ჩემი ღიმილით ალბათ ქვიშის მონსტრები დავაფრთხე, რომლებიც სიბნელეში იკრებდნენ ძალას.
- სახლში? რომელ სახლში?
რასაკვირველია სარკაზმი. მეც კარგი სულელი ვარ. რომელ ადამიანს უნდა იმ სახლში დაბრუნება სადაც მკვდარი ცოლი ელოდება?
მოღუშული ღამე იდგა. თითქოს სოლიდარობას მიცხადებდა. ციოდა. ახლა ის დრო იყო, ამ ამინდში, რომანტიკასთან რომ ასოცირდება, იმ ამინდში.
დგომისგან ფეხები მტკიოდა. ამ აღმართზე ამოსვლისას უამრავი ენერგია დავხარჯე და თუ კიდევ 5 წუთი ასე ვიდგებოდი, ალბათ ივას მკლავებში დავეცემოდი. მისი მდგომარეობის გათვალისწინებით კი სავარაუდოდ ორივე, არც თუ ისე სუფთა, მაგრამ ამინდდთან შედარებით მაინც თბილ ტროტუარზე ავღმოჩნდებოდით.
- თუ გინდა ჩემთან წამოდი, - ვუთხარი და მაშინვე ვინანე.
შემეშინდა სხვანაირად არ გაეგო და ჩემზე წარმოდგენა არ შეცვლოდა. ეს ხომ ძალიან მარტივია, ერთმა პატარა მოქმედებამაც კი შეიძლება მთელი წარმოდგენები დაგიმსხვრიოს სამყაროზეც და ადამიანებზეც, თუმცა მის ღიმილს რომ შევხედე დავმშვიდდი, ისევ ისე მიღიმოდა როგორც წლების წინ. სახეზე არც სიხარული გამოხატვია და არც გაკვირვება, უბრალოდ ჩუმად მკითხა
- რატომ?
თითქმის გამეცინა. ახლა მე შემეცვალა წარმოდგენა ჩემს თავზე, რადგან ცხოვრებაში პირველად რაღაცაზე პასუხი არ მქონდა. ‘’რატომ’’ ეს არის ყველაზე რთული კითხვა და პასუხი ამ კითხვაზე ყოველთვის ან მცდარია, ან არადამაკმაყოფილებელი, ან არაადეკვატური, ან საერთოდ არ არის პასუხი. ფიზიკაც კი ვერ დამეხმარებოდა ამ სიტუაციაში, ამიტომ ჩემი თეორიები და გამოთვლები გვერდზე გადავდე
- ალბათ იმიტომ რომ, ჩემი მეგობრის ქუჩაში უპატრონოდ დატოვება არ მინდა, განსაკუთრებით ამ მდგომარეობაში, წამოხვალ? - კიდევ ერთხელ ვკითხე
თავი უხმოდ დამიქნია და ნელნელა ავუყევით ჩემი სახლისკენ გზას. იმის მაგივრად რომ მენუგეშებინა და იმ დანაკარგის ტკივილი ბანალური სიტყვებით მაინც შემემსუბუქებინა, ვფიქრობდი რა მოხდებოდა ნიუტონს ვაშლის მაგივრად ხის ტოტი რომ დასცემოდა თავში? ან მისი მსიოფლიო მიზიდულობის კანონის გარეშე პიერ ლაპლასი თუ იწინასწარმეტყველებდა ‘’ შავი ხვრელის’’ არსებობას? ანდაც იზოთერმული პროცესის დროს ტემპერატურის ნაცვლად წნევა რომ ყოფილიყო მუდმივი? თუმცა ამ კითხვის სისულელეს მაშინვე მივხვდი, წნევის მუდმივობის დროს ხომ პროცესი იზობარულია.
- იცი ევა, - თქვა ჩუმად და ერთი წუთით გაჩუმდა, - ამ ქვეყნად არაფერია სრულყოფილი გარდა უბედურებისა.
გამიკვირდა. ივაში რაც ბავშვობიდან მიყვარდა ეს იყო მისი ოპტიმიზმის უნარი, იგი არასდროს კარგავდა მომავლის იმედს. ამ სიტყვების გამოგნებისას კი, თითქოს მთელი მისი იმედგაცრუება შევიგრძენი და გამაკანკალა. მისი თვალები დამსგავსებოდა მიტოვებულ ბაქანს, რომლის რელსებს ეკლები მოსდებოდა, და იშვიათადღა გადაირბენდა მასზე რომელიმე სულიერი არსება.
- შენი აზრით განვიკურნები?
და აი ისევ, დავიბენი. უკვე აღარ მომწონდა კითხვებს რომ სვამდა. როგორ მეპასუხა ის რაც თავადაც არ ვიცოდი, რომ არ მეპასუხა კიდე მის გულს უფრო დავამძიმებდი.
- თუ განიკურნე, გამოდის ჩიტი ბრდღვნადაც არ ღირდა, - უცებ წამოვროშე წინადადება რომელიც წლების წინ რომელიღაც წიგნში ამოვიკითხე.
გამიხარდა რომ რაღაც მაინც ვუთხარი, სულ არაფერს ხომ სჯობდა. თუმცა გაოცებისგან გაშეშდა. მწველი მზერა ვესროლე და უფრო კატეგორიული ხმით ვუთხარი:
- მთავარი სიყვარულისგან განკურნება შეუძლებელია.
- დიახ, დარწმუნებული ვარ ასეა, - გავუღიმე - იცი? ევა, ერთადერთი ხარ, ერთადერთი ვინც არ შეცვლილა.
ისევ ჩემს ფიზიკას დავუბრუნდი. ცოტახანს არქიმედეს ძალაზე ვფიქრობდი, შემდეგ გრავიტაციული მიდმივას სისწორეზე. გვერდით მივეხედე, ივა აღარ მომყვებოდა, მისი სხეულის სილუეტიც კი გამქრალიყო ჩემი თვალსაწიერიდან და ამ ადგილიდან სახლამდე ფიქრი ‘’ ერთადერთი ხარ’’ ‘’ ვინც არ შეცვლილა’’ და ისევ ‘’ ერთადერთი ხარ’’ და ისევ ვინ იცის რამდენჯერ გაიმეორა გონებამ ‘’ ერთადერთი ხარ’’.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent