ქარიან აღმართს...
ქარიან აღმართს ვიდოდი ნელა, როცა სიჩუმის ჩამოჰკრა ზარმა და დაგინახა იმ ღამით ბედად წამმა საათებს ტალღა გადაჰკრა. შენ, რომ იცოდე, რად ღირს ცხოვრება მთელი არსებით შეგეგრძნო ღამე და დამიჯერე ნორჩო არსებავ შენ გაიგებდი ჩემს ფიქრებს, აზრებს. რომ იმ აღმართში, მე ქარში მავალს სრულად მეცვალა გუნება მწარე და შევამჩნიე ამაოება, სულაც არ იყო სიცოცხლე ასე. ჩუმი ქვეყანა, ჩემთვის ბედკრული გარშემო წყვდიას, რომ ეპყრა სრულად ახლა სრულებით ფერი ეცვალა და დავინახე სიცოცხლე ქვეყნად. ქარმა თითქოსდა გაკვეთა მთვარე ცხრამთასაც გასცდა, მისი ხმა მალვე, ჩემს თავში კიდევ დაისადგურა ნაზმა სიჩუმემ, ალერსით სავსემ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.