შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მტკივხარ.


9-07-2017, 02:03
ავტორი nini_red
ნანახია 1 333

თითქმის მივეჩვიე ყოველდღიურობას შენს გარეშე, თუმცა ყოველდღიურად შენზე ფიქრს ვერ გადავეჩვიე, ვერა.
ვციდილობ, ძალიან ვცდილობ საკუთარ თავს და შენ გაჯობო, მაგრამ ხანდახან ისე შემომიტევს ხოლმე შენი არყოფნა რომ წარმოვიდგენ აქ ხარ, ჩემთან ხარ და გეუბნები ყველაფერს, გიყვები ჩემს უინტერესო ცხოვრებაზე ახალ ამბებს, თითქოს ახლიდანაც კი გაცნობ ხოლმე ჩემთავს და ჩემს თვისებებზე გესაუბრები. მგონი ახლაც ასე ვაკეთებ, იმ განსხვავებით რომ ვწერ, თითქოს შენთვის ვწერ იმას რაც ვერასდროს მოაღწევს შენამდე.
იმ დღეს საკუთარ თავს ვაჯერებდი იქნებ იმისთვის გამოჩნდა ბენდიერების გემო რომ გამეგოთქო, ასეც ხო ხდება ხოლმე, ცხოვრებაც ხომ ცდილობს გასწავლოს რაღაც, თუ ასეა ბედნიერებას საშინელი გემო ქონია ძვირფასო, მე ასეთი ბედნიერების არ მჯერა და არც დავიჯერებ, მხოლოდ ჩემი ყურებამდე ღიმილი არ ნიშნავდა ბედნიერებას, მხოლოდ შენი სიყვარული არ იყო ბედნიერება, ბედნიერება ის იქნებოდა ბოლომდე ჩემს გვერდით რომ ყოფილიყავი, ბედნიერება ის იქნებოდა შენც რომ ისე გყვარებოდი როგორც მე.
და თუ კი ტკივილისთვის გამოჩნდი, ეს არაფერია, მე ბევრჯერ მტკენია და ამასაც გავუძლებ, ნამდვილად გავუძლებ. ჯობს ასე იყოს, ჯობს ტკივილისთვის გამოჩენილიყავი რადგან მე ისედაც შევეგუე ცხოვრების მწარე განაჩენს და უპერსპექტივოდ მყოფ ადამიანებს ჩემს გვერდით,ჯობს არ გამიცრუვდეს იმედი ბედნიერებაზე.
ამ ბოლო დროს კი ერთი კადრი მიტრიალებს თავში, კადრი იმ დღიდან რომელმაც საბოოლოდ დამარწმუნა რომ ვეღარ ვუშველიდი საკუთარ თავს უშენობისგან, მოკლე ბრიჯები გაცვია ვარდისფერი, ღია ფერის მაიკა, სათვალეები ვარდისფერი მინით და თმა შეკრული გაქვს, დგები და მირბიხარ ავტობუსისკენ, დგები მირბიხარ და ვერაფერს ვამბობ, გვერძე ჩამირბინე და უეჭველად მიცნობდი, მაგრამ არც შენ ამბობდი რამეს როცა მეც ზურგშექცევით მივდიოდი, ვერცერთმა ვთქვით ვერაფერი, არადა ორივემ ვიცანით ერთმანეთი, ასე ყველაზე უცნობ ნაცნობსაც კი არ მოვექცეოდი და გამარჯობას მაინც ვეტყოდი გესმის? შენ კი ყველაზე უცნობი აღმოჩნდი მათგან და მე კი ალბათ შენთვის მხოლოდ ის ადამიანი ვიყავი მაშინ ვისთვისაც უნდა აგერიდებინა თავი.
ზუსტად ეს მტკივა, მტკივა რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს გვერდით ისე ჩავუარე თანაც უკვე მერამდენედ რომ გამარჯობაც ვერ ვუთხარი.
მტკივა ეს კადრი და ყველა მოგონება რაც შენ გიკავშირდება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent