ფრენა
გესმის რას ვამბობ?!გრძნობები,ულევი განცდები და ემოციები,რომელიც სულის სიღრმეშია განთავსებული.როდესაც ამ კიბეებზე ჩავდივარ,მივიწევ დაბლა და ბოლოს ავმაღლდები ეს ჩემთვის ფრენაა.ფრენა არის თავისუფლება.თავისუფლება კი არჩევნის სწორი გაკეთება.მე ეს ავირჩიე.ეს ჩემი არჩევანია.და ის სწორია. მინდა გაიგო,გაფრინდი ჩემთან ერთად.ბევრი ფიქრი არ არის კარგი,მაგრამ როდესაც ფიქრობ იმაზე,რომ ეს ცუდია მაშინ უკვე ეს ბევრი ფიქრია.ქაოსი,სრული ქაოსი და არეულობა თავში ეს არ არის შესაშური.მთელი დღე ფიქრობ იმაზე თუ რა ხარ,რა შეგიძლია,რას მიაღწევ,ვინ გყავს,სად მიდიხარ,როდის მოხვალ.ასეთი პრიმიტიული და ერთფეროვანი აზრებია.და აი როცა მთვარე ამოდის უკვე შენ იქცევი კრეატიულ,მრავალფეროვან ადამიანად,არ ოცნებობ,იმედებს არ იჩენ,მაგრამ იმ უამრავი კითხვის მაგივრად ერთი კითხვაა:ვინ ხარ ახლა?და ცდილობ თავს პასუხი გასცე.ის ხარ რაც ხარ,მეტი არაფერი.ეს არის გაცისკროვნება,განთიადი,დაისი,აისი,ჰესპერიდე,ჰიპნოსი,ოიზუსი.ეს ყველა ერთად ხარ შენ და კიდევ უამრავი სხვა რამ რაც უკავშირდებ დასაწყისს და დასასრულს.შენ ის ხარ რასაც სხვა ვერასდროს შეიცნობს. აწყდები ღრუბელს და ეფლობი შიგ.ეს ამოსუნთქვაა,უყურებ სამყაროს ზემოდან და ვერ გაიგია რას განიცდი.ბედნიერებას თუ უბედურებას.ნეიტრაულივარ,მაგრამ ვიცი რომ ვგრძნობ დიდ ზიზღთან შერეულ დიდ სიყვარულს.თითქოს ეს ნაზავი ვარ და ბოლოს?ბოლო არ უჩანს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.