შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მე„


19-09-2015, 09:04
ავტორი gijka13
ნანახია 2 440

მე მიდის...
მიდის მაგრამ სად ? ბევრჯერ უცდია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ეძებს ძილის წინ ფიქრებში, ეძებს ძილის დროს სიზმრებში, გაღვიძებისთანავე სამყაროში ეძებს პასუხს... მაგრამ არა... პასუხი არსაიდან ჩანს.
მეს ეცინება როცა მასზე ამბობენ ჩვეულებრივი ადამიანიაო.
მე შეშლილია, მე მეოცნებეა, მეს თავისუფლება სწყურია...
-თავისუფლება? ხო თავისუფლება, მივხვდი, სწორედ რომ თავისუფლება... აი მიზეზიც.
მე მიხვდა მიზეზს. მეს თავისუფლების ჟინი კლავს, მაგრამ რად უნდა თავისუფლება მეს?
ახალი კითხვა აწუხებს, პასუხი?
პასუხი ისევ არსაიდან ჩანს.
მეს უნდა იფრინოს სივრცის გადაღმა...
-ფრენა? ხო ფრენა, რომ ვიფრინო თავისუფალი უნდა ვიყო... აი მივხვდი მიზეზს.
მემ ისევ იპოვა პასუხი კითხვაზე.
მაგრამ რად უნდა ფრენა მეს?
ფერები... ნათელი ფერები, ხასხასა ფერები.
-ხო ფერები, ხალისიანი ფერები, აი მიზეზიც.
მეს მობეზრდა შავთეთრი სამყარო და წასვლა უნდა...
მაგრამ რატომ? რატომ მობეზრდა? განა ამდენი ხანი შავთეთრ ფერებში არ ცხოვრობდა მე?
განა მთელი ეს დრო ფრენის გარეშე არ გაატარა?
ამ დროის მანძილზე თავისუფლება რატომ არ სწყუროდა?
და მაინც რატომ მიდის მე?
და ბოლოს... მე მიხვდა:
თუ წასვლა გინდა, არ არის საჭირო ეძებო მიზეზები, არ არის საჭირო ეძებო გამართლება, როცა გული გთხოვს, როცა სული გექაჩება და გონება გაფერხებს მიენდე გულს... მან იცის რა გინდა...
მე წავიდა...
მე გაფრინდა...
მე ხალისიანი ფერებით ტკბება...
მაგრამ რაღაც აკლია... ბოლომდე ვერ ივსება... მე ცარიელია...
რატომ?
არა! მას არავინ ენატრება!
მეს აღარ უნდა შავთეთრ სამყაროში დაბრუნება!
იქ ყველა დაღვრემილია...
იქ ცხოველები არიან! რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან ერთმანეთს ეცნენ, ერთმანეთი დაგლიჯონ, დახრან, გააცალმტვერონ...
მაგრამ რა აწუხებს მეს?
რატომ არის ცარიელი?
მე დაბრუნდა...
მე შავთეთრია...
მე დაღვრემილია...
მე ცხოველია....
მე იმასაც მიხვდა, რომ რაც არუნდა ლამაზი იყოს სხვა სამყარო, რაც არუნდა თბილი იყოს მისი ფერები, სახლს ვერასდროს შეცვლის მისი არსება...
ხო მე მიეჩვია შავთეთრ სახლს, თუნდაც ცივს, თუნდაც დანგრეულს, საშინელს, ბოროტს...
იმ ცივ სახლშია მეს ბავშვობა, იქვეა ახალგაზრდობაც...
სიბერეც იქ უნდა იყოს...
უკვე გვიანია...
მე დაბრუნდა...
მე შავთეთრია...
მე დაღვრემილია...
მე ცხოველია...



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

ორიგინალური იყო....განსხავევული ხედვა....
წარმატებები..

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

ძალიან ნაცნობი სტილი და თემაა. წინა კონკურსიდან მეცნობა " მეს " საუბარი ))

აზრიანი ნაწერია, გრამატიკულადაც გამართული. წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent