შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილი.....


11-07-2017, 00:09
ავტორი Frigga
ნანახია 1 439

ყველა ჩემს მკითხველს, მას ვინც ჩემს ერთ წინადადებას მაინნც კითხულობს და ღირსად მთვლის იმის, რომ ჩემი ნაჯღაბნი წაიკითხოს, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა. თქვენ მაძლევთ ძალას, რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც ვწერო... რა აზრიაქვს წერას თუ ის ემოცია რისიგადმოცემაც გინდა მაინც შენში დარჩება? მე მიხარია, რომ არსებობთ...
მოდი, მოდი და ვილაპარაკოთ, თუმცა მეშინია კიდეც შენთან საუბრის, მაგრამ მაინც გავბედავ და გეტყვი, რომ ყველაზე უარგისი ადამიანი ხარ მთელს ცხოვრებაში, მთელს დედამიწაზე, შეგიძლია ადამიანებს ტკივილი მიაყენო, დამყვები აქ შავად, ჩემს ზურგს უკან იმალები და ჩემი ჩრდილი გქვია... მძულხარ...
ერთი საცოდავი ადამიანი ხარ, ერთი საცოდავი ცხოვრებით, შენი ტკივილის დამალვას სხვისი ტკივილით ცდილობ, შენი ცრემლებით ისეთი ხარ სხვასაც აატირებ, შენი უარგისობის გამოა რომ არავინ გეკარება, არ მინდა შენი დანახვა, სარკეშიც არ ვიყურები, მხოლოდ შენ მახსენებ შენს არსებობას, რატომ? ნუთუ ვერ ხვდები ამას რომ მთქლი გულით გეუბნები? ნუ დამყვები, ნუ დამყვები თორემ ნიღაბი მომძვრება და დაინახავს ხალხი რა უსუსური ხარ, რა დებილი, რა ავადმყოფი, რა შეშლილი სულის პატრონი.
ნუ დამყები და ნუ მახსენებ საკუთარ არსებობას, ცხოვრებას არა, არსებობას, რომელიც საცოდავად სიცოცხლეს უფრო გულისხმობს ვიდრე საერთოდ არსებობას, ძვლებშიც კი სიძულვილი მაქვს გამჯდარი, ყველა მეზიზღება და ყველაფერზე ნერვები მეშლება და რის გამო? იმიტომ რომ ერთი ავადმყოფი ცარიელი, უგრძნობი ადამიანი ხარ, ხარ მეთქი შენ გეუბნები ჩემო ჩრდილო, იმიტომ რომ სარკეში ვერ ვიხედები, საკუთარი გამოსახულების მეშინია, თვალებშიც ვერ ჩახედავ საკუთთარ თავს, თვალებზეც კი პრობლემა მაქვს, ჰაჰ ხო რა გაცინებს? ტყუილია? ახლა შენც არ დამიწყო სხვებივით მტკიცება, არ მითხრა, რომ ლამაზი ვარ და ჩემს თავზე ზედმეტად ცუდი წარმოდგენა მაქვს... ტყუილად ილაპარაკებ, ოღონდ მართლა....
ჰაჰ დაგგრუზე არა? შენ მაინც ვერსად გაიქცევი, თუმცა კი მინდა, მაგრამ ვერ მოგიშორებ, ასე რომ მომისმინე და დატკბი, გაიგებ როგორ უნდა უიღბლოდ ცხოვრება, ისე არც თუ ისე უიღბლო ვარ, ზოგი ჩემზე უარესია, სკოლასაც ვერ ამთავრებს, ზოგი იჭრება, ზოგს მეგობარი ღალატობს, ზოგს დედა არ ჰყავს, ზოგს კი მამა.
ზოგი საკუთარ ბოღმას სხვის გაკრიტიკებაზე ამთხევს, უიღბლოებს არ უყვართ საკუთარ ცცხოვრებაზე საუბარი, ალბათ ამით განვსხვავდები სხვებისაგან.
ახლა ენა რომ გქონდეს კარგად გამლანძღავდი, მეტყოდი რა თავი მომაბეზრეო, ეჰ მართალიც ხარ, კარგი დაგანებებ თავს, შუქვს ჩავაქრობ შენი ნებართვით, კარგად....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent