შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

This love is tainted


12-07-2017, 14:57
ავტორი Evy
ნანახია 1 526

წარმოდგენაც კი არ გაქვს სულ უბრალო,შენთვის უმნიშვნელო რამით როგორ შეგიძლია გამაბედნიერო,ან პირიქით, სიკვდილი მანატრებინო. ვერ ვსუნთქავ გესმის? უკვე აუტანელია ყოველი წამი როცა მე შენს გამო ნაწილებად ვიშლები და ვიცი შენ ამ დროს შეიძლება სხვაზე ფიქრობდე. რა საცოდავი ვარ არა? უბრალო დეპრესიული გოგო, რომელიც თავს ვერ აკონტროლებს და ყოველ მზის ამოსვლას ჩაწითლებული თვალებით ხვდება. გამბედაობაც არ მყოფნის მოვიდე შენთან და ყველაფერი პირში მოგახალო, ან რა აზრი აქვს როცა საერთოდ არაფერს გრძნობ ჩემ მიმართ,ალბათ ერთადერთი რასაც იგრძნობ ჩემსავით,სიბრალული იქნება და შენც გიჟად შემრაცხავ. ჰო,ალბათ გიჟი ვარ რადგან მეც ვერ ვაანალიზებ რას ვგრძნობ. ეს სიყვარული არ არის. ეს ის დაბინძურებული სიყვარული არ არის რომლის სახელითაც უკვე ყოველი მეორე საუბრობს. ალბათ როცა შენთან ლაპარაკს ვცდილობ ფიქრობ "რა ტვინი წამიღო,რით ვერ მოვიშორეო",არა? მაპატიე.. მხოლოდ შენი საპასუხო მოსალმებაც კი მყოფნის რომ ცოტახნით ბედნიერი ვიყო. რით დავიმსახურე ეს ბედნიერება და ტანჯვა ერთად? ამ გრძნობას მილიონში ერთი ცდის და მე რით დავიმსახურე ის?! მე სხვანაირი "მიყვარხარ"-ით მიყვარხარ და უშენოდ ვეღარც კი ვსუნთქავ, გესმის? დაბრუნდი რა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent