არასოდეს გამიშვა
‘Never let me go" არასოდეს... არასოდეს არ მითხოვია, რომ მეგრძნო... პირიქით, გრძნობებს თავს ვარიდებდი, მძულდა ისინი მანამდე და მძულს ახლა! მე ვაფრთხილებდი ჩემს თავს, მე აღვმართე დიდი, უხილავი ბარიერი ჩემსა და სამყაროს შორის. მე არ ვგრძნობდი. მე ცარიელი ვიყავი. მაგრამ ვიყავი დაცულიც. და შემდეგ, შენ, უბრალოდ, ერთი ხელის მოსმით დაამსხვრიე ბარიერი, იგი მილიარდ პატარა ნაკუწად დაჭერი, მისი ნაწილები გაიფანტა... სამხრეთიდან მოსულმა თბილმა ქარმა წაათრია ათას სხვა ხარახურასთან ერთად. და მე დაუცველი დავრჩი... მე დავრჩი ჩემი ფარის გარეშე, ერთბაშად დამატყდა გრძნობების ჭავლი! და მე ვგრძნობდი, რომ ამას ვერ გავუძლებდი... მე არჩევანი არ მქონდა!.. მაგრამ შენ ღიმილი მაჩუქე! შენ სიყვარული მაჩუქე! შენ გრძნობები მაჩუქე! შენ მაგრძნობინე, რომ მე ცოცხალი ვარ! შენ მასწავლე, რომ სიცოცხლე არსებობაზე მეტია ! და მე შევიგრძენი. შემიყვარდა ცხოვრება, რომელიც არ მოიაზრებდა ფიტულად ყოფნას. მე მთელი მონდომებით ვცდილობდი, რომ დამენახებინა, როგორი მადლიერი ვიყავი შენი... და მე დავკარგე შეგრძნება, მე კვლავ დაუცველი ვიყავი, და შენ გრძნობდი, რომ მე კვლავ ვკარგავდი გრძნობებს, მე ჩემს ნაჭუჭში ვიკეტებოდი. მე ვხედავდი გრძნობებს შენ სახეზე, ვგრძნობდი, როგორ გასუსტებდა ისინი, და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, მე გშორდებოდი... არასოდეს... არასოდეს არ მითხოვია, რომ მეგრძნო... მაგრამ, მე ვგრძნობდი, მე ვგრძნობდი ზედმეტს და დავივიწყე სიამაყე, გამოვძვერი ნაჭუჭიდან და შენს მკერდში ჩავმალე სახე... შემდეგ ძალიან ჩუმად, ყურში გიჩურჩულე... "არასოდეს გამიშვა - Never let me go"
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.