ა.ზ
ყოველ დღე, ერთად ყოფნის ყოველ შესაფერის მომენტში გეუბნები როგორ მიყვარხარ, მაგრამ დღეს მომინდა ეს დავწერო. დავწერო ის, რაც ჯერ ჩემგან არ მოგისმენია. შენ იცი, რამხელა ბედნიერება მაჩუქე? იცი, რომ ყოველ დღე შენთან ჩახუტებული ღმერთს მადლობას ვუძღვნი ამ ბედნიერებისთვის და ვთხოვ, რომ არასოდეს დამთავრდეს? იცი, რომ შენით ცხოვრება მიხარია და სიკვდილი მირჩევნია უშენობას? მიყვარხარ! ჩემი ბედნიერება ხარ! და ეს ყველაზე დიდი და მნიშნელოვანია, რაც შეიძლებოდა თავს დამტყდომოდა! ამისთვის ღირდა ცხოვრება! მე შენ მიყვარხარ! ტკბილო, იცი, იმ დღიდან შეიცვალა ყველაფერი, როდესაც გაგიცანი, - მთელი ჩემი სამყარო, ცნობიერება, მისწრაფება, ფიქრები... თითქოს, მანამდე არც ვყოფილვარ... შენ,მთელს სამყაროს მოიცავ, მეჩემფიქრები, მეერთადერთები, მეტკბილები...მეჩემსამყაროები! მიყვარხარ-(მერე რა თუ ეს ჩემგან არც გსმენია?) შენ არაამქვეყნიური არსება ხარ, ყველაზე განსხვავებულად, რაღაცნაირად - მხოლოდ შენთვის დამახასიათებელი გრძნობით მომიცავ: "მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი", შენ ის უსასრულობა ხარ, რომელსაც შევეჯახე და უბრალოდ სხვას ვერც კი ვამჩნევ, სხვას უბრალოდ ვერ ვუყურებ, ვერ ვეხები ისე ამაღლებული განცდით, როგორც შენ!!! რა ლამაზია ცხოვრება შენ რომ გაჩნდი, შენ რომ არსებობ ერთადერთო, რა ლამაზია ამის განცდა, კარგო... ჩემი ირაკლი!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.