შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხრა ნოემბერი


14-07-2017, 00:46
ავტორი breathtaking
ნანახია 1 265

უმისამართოდ გაფრენილი სიყვარულები ,საკუთარი თავის დანაკარგი და კიდევ უფრო უარესი ,უშენობით გამოწვეული სევდა . ტრაგიკომედიას წააგავს ჩემი ცხოვრება . მშვენიერი სპეკტაკლია , ალბათ ბევრს ცრემლს მოჰგვრიდა , ბევრიც საყვედურებით ამავსებდა , ანდა სინანულის გრძნობა შეიპყრობდა „ოი რა უღმერთოა ეს ქვეყანა“ . სწორედ დღევანდელი დღე , კადრი ფილმიდან , რომელსაც ჯერ კიდევ სათაური ვერ შევუხამე .
9 ნოემბერი, შუადღე, სასოწარკვეთას მიცემული მანდილოსანი ელის მის სიყვარულს ბოლო წუთამდე , მღელვარება და მაინც რა ლამაზია . როგორი გულისფანცქალით ითვლის წუთებს , მერე საათებს ... შეხვედრამდე სულ ცოტა დარჩა .
ბაგ-ბუგ , გულისცემა ზენიტშია , ვშიშობ იფეთქებს და მთელ დედამიწას მოიცავს . ყველაფერი ისე ხდება როგორც უნდა ყოფილიყო... ზარი ტელეფონზე , ნაცნობი ნომერია .
- გისმენ , კარგი გამოვდივარ .
ტვინში ათას სისულელეზე ფიქრით გავლილი ნაცნობი ქუჩები , უამრავ უცხო გამვლელში აი გამოჩნდა ნაცნობი მზერა ...
- როგორ ხარ ?
- კარგად (ეს ისე ზრდილობისთვის) შენ?
- რავი, რას შვები?
- არაფერს...
- მოდი კაფეში დავსხდეთ .
- არა , არმინდა . სკვერი უკეთესი ადგილია სალაპარაკოდ .
იქვე , ერთერთი კორპუსის წინ იდგა სკამებით გარშემორტყმული მაგიდა , შემოდგომის ფერებში გამოწყობილი ხეები მყუდროებას სძენდა გარემოს .
- მოდი აქ დავსხდეთ
- კარგი .
სიჩუმე რამდენიმე წუთს გაგრძელდა , ქარიანი დღე იყო . ისედაც გაყიუნულს , სულს უფრო მეტად უყინავდა სანდრას მოალერსე ქარი.
- გისმენ გი . (თვალები ცრემლით სავსე , სიამაყე ცრემლს იკავებს , მზერა სადღაც მიპყრობილი)
ისევ სიჩუმე . სდუმდა გი , დიდხანს უყურებდა მას , უყურებდა ცრემლნარევი თვალებით . უყურებდა და რას ფიქრობდა არავინ იცის . მოულოდნელად ...
- იასამნისფერი გიხდება .
ისევ სიჩუმე , ისევ დაჟინებული მზერა , თვალზე ცრემლი სდის .
- ქარის ბრალია ...
იტყუება , ან მართლაც ქარის ბრალი იყო ... გი თავს იტუებდა , ატყუებდა მას და ვერ აცნობიერებდა , რომ თვალები არასდროს ტყუიან . თვალები სარკეა , იგი ამბობს ყველაფერს რისიც სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია . სანდრა ვერასდროს გაიგებდა სინამდვილეში მართლა ქარის ბრალი იყო გის ცრემლები , თუ მისი უსუსურობის გამოხატულება . მას მხოლოდ არჩევანის საშუალება ჰქონდა , დაეჯერებინა ის რაც მისთვის მისაღები იქნებოდა.
- გისმენ გი ...
გი დუმდა , ნაზად ეპარებოდა სანდრას გაყინულ ხელებს , ცდილობდა სიახლოვით ეგრძნო დანაკლისი, რომელიც ასე გადამწყვეტ როლს თამაშობდა მასში . ალბათ ძალიან დაგვიანებული იყო , რადგან მასში ღვიოდა უკვე სხვა ნაპერწკალი. მისი გრძნობები სანდრას მიმართ ნელნელა ნაკვერჩხლდებოდა . მან არ იცოდა გაეღვივებინა იგი თუ მიეცა ნება ბოლომდე ფერფლად ქცეულიყო ...
- საიდან დავიწყო სანდრა ? !
- ჩვენი ბოლო საუბრისას შენ მე დრო მთხოვე , მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა . ახლა გისმენ , ვფიქრობ ბევრი გაქვს სათქმელი .
- ყველაფერი იმ დღის მერე შეიცვალა როცა სოფელში ჩამოგაკითხე .იმ დღის მერე ვცდილობდი ეს ბზარი გამექრო ჩემში , მაგრამ არაფერი გამომდიოდა ყოველთვის მახსენებდა თავს . ამიტომ გთხოვე დრო მოგეცა , დღესაც არ ვიცი რა მინდა , არ მინდოდა შენი დაკარგვა . ..
- შენ ხო ყოველთვის ცდილობდი ჩემი სიყვარული მოგეპოვებინა , რა აზრი ჰქონდა ყველაფერს ბოლოს თუ ასე იქნებოდა..
- წამოდი გავიაროთ , შემცივდა.
- არა , არ მინდა სიარული .
მითხარი და დავამთავროთ. მეც მცივა ...
- მოდი ჩაგეხუტები და მე გაგათბობ .
- არ მინდა , მითხარი და დავამთავროთ
- ადექი და გეტყვი .
სანდრა გვერდით მიუდგა და ელოდა პასუხს , რომელიც მოსვენებას უკარგადა. პასუხი რომელიც ყველაფრის საწყისი იქნებოდა . გიმ მაგრად მიიხუტა იგი , ისე მიიკრა გულში თითქოს უკანასკნელად . დიდხანს იდგნენ ასე , გულისცემა მატულობდა , ირგვლივ ყველაფერმა ფერი იცვალა ჭაობისფრად, ისინი იძირებოდნენ და მშველელი არ ჩანდა . იძირებოდნენ ჭაობში და ამოსვლა არცერთს უნდოდა . ის ტკივილი რომელსაც ორივე განიცდიდა მაგრამ არცერთი შველოდა , ერთმანეთის სხეულში შესისხლხორცდა . სხეულს მოედო და მთლიანად მოიცვა იგი . ემოცია ამოუხსნელი იყო , რომელიც წამში მილიარდჯერ ძლიერდებოდა . გი ფიქრებმა გამოაფხიზლა , უკვე დრო იყო ...
- გეზიზღები?
- არა ...
- ბოდიში რომ ვერ გაპატიე . გთხოვ ერთხელ კიდევ ჩაგეხუტები .
- არ მინდა , წადი . წააადდდიი!!!!
- მივდივარ ...
სხეული გაიყინა, აღარაფერი შეცვლიდა რეალობას , დარჩა მხოლოდ მოგონება , ფიქრები... აღარაფერი გარდა სიცარიელისა .
გი წამებში გაქრა , მოშორდა იქაურობას . სანამ სიგარეტს მოუკიდა სანდრამ გი იქვე გაჩნდა , გვერდით მიუჯდა , თავი მიადო , სწრაფად აკოცა და გაქრა . გაქრა სწორედ ისე ლანდები რომ ქრებიან დაღამებისას ...
სანდრა იჯდა ხის სკამზე , ტკივილს ატანდა სიგარეტის კვამლს , უსმენდა Damien Rice - The Blower's Daughter-ს და ვეღარაფერს გრძნობდა . ის შეგრძნებები ორივეს სხეულში იყო მოდებული როცა ერთ მთლიანობას ქმნიდნენ ,ხოლო ცალცალკე ძველი მიტოვებული სახლივით ცარიელი იყვნენ , რომელსაც მხოლოდ მოგონებებიღა შერჩენოდა წარსულიდან ...
უცებ მშვენიერი ხედი გაიშალა , ირგვლივ ფოთოლცვენა . არავინ სხვა , მხოლოდ ის და სიმარტოვე , ნოემბრის ცივ ქარიან დღეს .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent