შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უღიმღამო სიცოცხლის საოცრად ფაქიზ საზღვარზე


14-07-2017, 11:16
ავტორი dark მარიამ
ნანახია 1 538

ყველაფერი დროებითია, ყველაფერი დროებითია ტკივილის გარდა. არ ნელდება, არ იცვლება არ გადის.
იქნებ ოცნებებიც დროებითია. იქნებ ნელ-ნელა ოცნებებიც გახუნდეს, ყველაფერი რაზეც აქამდე ოცნებობდი ახდეს, მაგრამ აღმოაჩენ რომ ეს ის არ არის რაზეც ოცნებობდი, რომ ამდენი ოცნებად არ ღირდა.
ყველას ეკარგება რაღაც ნაწილი სულის რაღაც ნაწილი. ვერ დავიწყებ ახლა მაღალფარდოვანი, რთული თანწყობილი წინადადებებით წერას, ეგ კი არა თვალების გახელის თავიც არ მაქვს. ვერც კი დავითვლი დღეს ყოველ 1 საათში რამდენი დამამშვიდებელი დავლიე (რაღათქმაუნდა ჩუმად).
დღეს რაღაც გაურკვეველ და საშინლად ძლიერ წვას ვგრძნობ მთელს სხეულში. ეს გრძნობა უცხო ნამდვილად არაა ჩემთვის. თითქოს რაღაც ცუდს მანიშნებს გული. მან ხომ იცის ყველაფერი, ქვეცნობიერსაც აწვდის ინფორმაციას მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ცნობიერი ფილტრავს ქვეცნობიერისგან ამოსროლილ სულელურ თუმცა ნამდვილ შეგრძნებებსა და ემოციებს. შენი ნამდვილი სურვილების გამომჟღავნების ერთადერთი გზა, სიზმარია.
თუმცა...
ჩემი მთელი ცხოვრებაც სიზმარია, რაღაც აღმაშფოთებელის წამიერი გაელვება და ... მერე გამოღვიძება.
და რა მოხდება თუ ეს საღამო ჩემი ცხოვრების ბოლო საღამო იქნება? ბოლო თვალის გახელა, ბოლო გაელვება სიცოცხლის საოცრად ფაქიზ საზღვარზე. იქნებ აღარ გარისკოს ამ ღამემ გათენება და უფალმა დაღლა იგრძნოს ჩემი ცხელი გახშირებული სუნთქვისგან.
მაშინ ეს ჩემი ბოლო ნაწერი იქნებოდა, ბოლო თვალის გახელა, ბოლო გაელვება უღიმღამო სიცოცხლის საოცრად ფაქიზ საზღვარზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent