ღამემ მოგონებებს სევდა შეაპარა...
ღამემ მოგონებებს სევდა შეაპარა... თითქოს ოცნებებიც გაფერმკრთალდა... ისე მომერია ისევ უშენობამ... ძალა გამოცლილი მწარედ ამატირა... ვიცი სულელური არის ახირება, როცა არაფერი უბრალოდ აღარ გინდა... ხდები ცარიელი სივრცის ნაშიერი... გრძნობა დაცლილი რომ მიიკედლა... ჩემში არაფერი ისევ არ შეცვლილა... სულის ღრმა კუნჭულში ისევ ისეთი ვარ... ვიბრძვი უარაფროდ თავისუფლებისთვის... მაგრამ ყველაფერში მაინც უძლური ვარ... ღამე ისე ნელა ცდილობს გაიპაროს... უკვე რომ თენდება მიჭირს დაჯერება... ვხედავ ყველაფერი ირგვლივ ფერადდება... მზე ჩვეულ ადგილს ისევ უბრუნდება... ღამე მიილია სევდასთან ერთად... ძალის მოკრებას ვცდილობ და მჯერა, რომ ყველაფერი ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოსწორდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.