გაზაფხულის მოლოდინში
რა არის სიყვარული? ბედნიერების მორევში ჩათრეული ორი სული, თუ უბრალოდ რამდენიმე წელი, ან სამუდამო ლოდინი. ლოდინი იმის და მიუხედავად ექნება თუ არა მას შედეგი... მოგვიტანს კი რაიმე სარგებელს? იცით?! მას უანგაროდ უყვარდა და ყოველ წამს უფრო და უფრო უყვარდებოდა. ის იყო მისი მუზა, მეგზური და ცხოვრების ერთადერთი აზრი. უყვარდა ძლიერ და გასაგიჟებლად, თუმცა ემოციების გამოხატვა არ შეეძლო და დარდებს ყოველდღიურად საკუთარ გულში იკლავდა. ცხოვრებისგან დაუძლურებული და ჯანმრთელობა შერყეული მისი ქუჩის კუთხეში იდგა მუდამ. იდგა წვიმაში, ქარში, სეტყვაში, დარში თუ ავდარში. ჩაუვლიდა ყოველდღე ნაცნობ შენობას და მის კუთხეში თავს შეაფარებდა, თითქოს დედის კალთაში ყოფილიყო. ოდესღაც მისთვის უცნობი გზები ახლა უკვე მშობლიურს წარმოადგენდა. მისი ფანჯრის წინ უბრალოდ საათობით შეეძლო დგომა და ეს უკვე საკმარისი იყო იმისთვის, რომ მას თავი სახლში ეგრძნო. უყვარდა, თუმცა არაფერს ითხოვდა მისგან. უბრალოდ უყვარდა თავისთვის, მალულად და მხოლოდ ოცნება შეეძლო. იცოდა, რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა და უკვე ეგუებოდა ამ ფაქტს. უყვარდა, მაგრამ ვერ გაეკარებოდა... ვერ შეაუვარებდა თავს და ამით გულს ატკენდა. გათენდებოდა დილა და ის უბრალოდ წავდოდა. წავიდოდა იქ, საიდანაც უკან ვერავინ ბრუნდება და დატოვებდა გოგონას დანაღვლიანებულს, მისი ცრემლების დანახვა კი ისედაც სიკვდლის ტოლფასი იყო. უყვარდა... უბრალოდ ძლიერ უყვარდა და იყო მათ შორის ის , რასაც ვერავინ გაიგებდა. იყო გულის ძლიერი ფეთქვა და პეპლების ზეიმი მათი შეხებისას. ის უბრალოდ არაფერს ითხოვდა, თუმცაღა ეყურებინა მისთვის დაუსრულებლად. გარეთ საშინლად ციოდა , ზამთარი იყო. სუსხიანი ზამთარი, ის კი კვლავ იდგა მის ფანჯარასთან და თავის გაზაფხულს ელოდებოდა![center] |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.