ანარეკლი
დრო გადის და ვხედავ,რომ ჩემ გარშემო არსებული სამყარო თანდათან ვიწროვდება,პატარავდება და ქრება.მე კი ისე,თითქოს არც არასდროს მიარსებია კენჭისოდენადაც არ ვაჩნივარ ამ ჩამალულ და ფერგადასულ მიწაზე.ხანდახან თავი ხავსმოკიდებული ქვა მგონია,მცემს მძაფრი,ნოტიო სუნი,დამპალი ფოთლებისა და სქელი მწვანე საფარის,შემდეგ სინოტივე ხელებზეც გადმოდის და მთელ სხეულს ეკიდება.ადრე ამგვარ შეგრძნებას შვება მოჰქონდა,რადგან თავი ადამიანად არ მიმაჩნდა,არ დავდიოდი რობოტივით მონიშნულ გზებზე და მითითებებს არ ვემორჩილებოდი,შემეძლო ხის ქერქსაც შემოვკროდი ხავსად და გაპობილ ქვაზეც დავსახლდებოდი,ამ დროს კი ყველაზე კარგი მაინც გულწრფელ ცაზე წერა იქნებოდა,თუმცა წარმოსახვას ნელ-ნელა ვახშობ და რეალობას ვუბრუნდები.სხვები,სხვები კი თავისებურად მოძრაობენ და მათი მოქმედებები ხშირად ზედმეტი უმოქმედობებისგან არის გამოწვეული,მიუხედავად ამისა ისეთი ადამიანებიც არსებობენ,რომელთაც მთელი თავიანთი ცხოვრება აკვალანგი ახურავთ და უსასრულოდ,შიშის გარეშე ცურავენ,ასეთი პიროვნებები ყოველთვის კარგად იგრძნობენ თავს,მაგრამ ვერასდროს იქნებიან ბედნიერები,რადგანაც ერთი ჩასუნთქვით შესრუტულ ჟანგბადს შეუძლია უფრო დიდი თავგადასავალი გაჩუქოთ,ვიდრე მუდმივად ყვინთვაში გატარებულ საათებს.სამწუხაროდ მე ამ დღემდე არ ვიცოდი ბედნიერების მნიშვნელობა,ჩემი დღეები ჰგავდა კედლის კალენდარზე მიწერილ რიცხვებს.ახევ ერთ ფურცელს 18 თებერვალია,შემდეგ კი მოულოდნელად 1 მაისი დგება,შენ კი მხოლოდ მაშინ ხვდები,რომ ცხოვრება კალენდარზე მონიშნული ციფრებია და მეტი არაფერი.დილით მაღვიძებს საათის ისრების მოძრაობა და საშინელი შეგრძნება მეუფლება,იმიტომ კი არა რომ უნივერსიტეტში წასვლამდე სულ რაღაც ერთი საათი დარჩა,არამედ იმიტომ,რომ ვაანალიზებ,ის წამი,წუთი,მომენტი არასდროს განმეორდება,და თუკი ჩვენ გვაქვს უნარი რამდენიმე წუთის განმავლობასი თვალები არ დავახამხამოთ,დავიჭერთ წამს და გავაჩერებთ დროს,რომელიც ბედნიერების მორევში გადაგვისვრის და შვებას მოგვიტანს,ჩემი ნაამბობი კი იმ რამდენიმე წუთს ეხება თვალის ხამხამი,რომ შევწყვიტე და ღრმად მოვექციე უცხო გარემოს კედლებში. გუშინ ფარდებიდან შემოჭრილი მკრთალი სინათლე,რომ შევნიშნე მივხვდი,რომ უკვე გათენებულიყო,ჩემ წინ კედელზე ისევ საათი ეკიდა და კუთხეში კომოდი იდგა,მასზე სარკე და მასში თმაგაწეწილი საკუთარი თავი დავინახე,გულისრევის შეგრძნება დამეუფლა და ამ საცოდავი გამოხედვის შემყურემ ანარეკლს თვალი ავარიდე.გარდა გადავწიე და დაორთქლილი მინის მიღმა მზერა გავაპარე,ცა მოქუფრულიყო და შიშველი ხეების თავზე მუქი ღრუბლები იკლაკნებოდა.ზეცას ჯერ ერთი წვეთი მოსწყდა,შემდეგ მეორე,მესამე და მალე ჩემს მინაზე მოგუდული ნაბიჯების ხმა გაისმა.ერთ ტოტზე მჯდომი ჩიტიც ადგილიდან მოწყდა და ბურუსს შეერია,მოულოდნელად უიმედობამ მომიცვა და რწმენა შემერყა,უბედური არ ვიყავი მაგრამ ბედნიერებამდე ძალიან ბევრი მაკლდა .ვინ იცის წვიმის წვეთებსჩემშიც,რომ შეძლებოდათ შემოღწევა ჰო ამოავსებდა გულს,სულსაც და ორმოებს?მაკრავდა უზარმაზარი სამყარო თავისი ოკეანეებით მე კი წყალში მოსვრილი ნაფოტივით კლდეებსა და ნაპირებს ვეხეთქებოდი,ღმერთო ჩემო როგორ მინდოდა მტკენოდა ესეც ხომ გრძნობის ნიშანი იქნებოდა?აქვე სიტყვა ტკივილზე პატარა მოგონებამ ამოყო თავი,რომელმაც სხვაგვარ ბედნიერებასთან გადამაჯაჭვა.მახსოვს რვა ცხრა ცხრა წლის ვიქნებოდი,რომ ბებოს ჩემთვის ქიშმიში მოჰქონდა,ბევრი ქიშმიში,თუმცა არასდროს მყოფნიდა,ისიც მახსოვს როგორ ვიზოგავდი და თითოეულ მათგანს პირში დიდხანს ვაგემოვნებდი,არ ვიცი რა იყო მაშინ ისეთი ძალა ასე რომ მაბედნიერებდა.კარის ზღურბლზე ვჯდებოდი და სახეს ნელთბილ ქარს ვუშვერდი თან ქიშმიშს ვაცმაცუნებდი და თითოეული მარცვალი მთელი მსოფლიოს განძი მეგონა.ასე ველოდებოდი ყოველდღე სამსახურიდან სანამ დაბრუნდებოდა,ერთ დღესაც კი ბებო აღარ მოვიდა,რამდენიმე საათი ღობეზე ვიყავი გადმოკიდებული და ჰორიზონტზე მის გამოჩენას ველოდი.ხელები ცისკენ ავაპყარი და თითებს შორის მზის სუსტი სხივები შევამჩნიე,ის ჩადიოდა,ოღონდ არა ისე,როგორც ყოველთვის,არამეგ მიჰქონდა რაღაც,რაღაც მნიშვნელოვანი და ვხვდებოდი,რომ ამის გამო რცხვენოდა.მოულოდნელად პოლიციის სირენის ხმა გავიგე და ჭიშკართან მდგარი მანქანა შევამჩნიე,დედა გავიდა,არ მესმოდა რაზე ლაპარაკობდნენ უბრალოდ მაშინებდა პოლიციელის ცივი მზერა ამაზრზენად ჯიბეში ჩაწყობილი ხელები,დედამ კივილი დაიწყო და იმ წამს მოვარდნილ მეზობელს ტირილით უთხრა დედა მოკვდაო.მაშინ თბილმა ქარმაც უსიამოვნოდ გამიარა ზურგში,ყურები დამიგუბდა და ღობიდან უცბად მიწაზე აღმოვჩნდი,გულაღმა ვიწექი და მივხვდი რისიც შერცხვა მზეს.არ ვიცი რის გამო მეწყინა ბებოს გარდაცვალება,ვერასდროს რომ ვეღარ ვნახავდი თუ ქიშმიშებს,რომ აღარ მომიტანდა ასე იყო თუ ისე ჩემთვის ბავშვობა მაგ მომენტში დასრულდა .ხშირად ამბობენ სიკვდილით ყველაფერი არ მთავრდებაო,მაშინ თუ ასეა ალბათ დაბადებითაც არ იწყება ყველაფერი,ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის რომ ადამიანები სიცოცხლეშივე ვიღუპებით,არ ვიცი რა არის ამის მიზეზი,ალბათ იმედგაცრუება,ღალატი,საყვარელი ადამიანეის დაკარგვა,მაგრამ ასეა,ჩვენ ვნადგურდებით და არაფერს შეუძლია ახალი კვირტი აღმოაცენოს.მიუხედავად ამგვარი ფიქრებისა მე ნაადრევმა უბედურებამ ბედნიერებაც მომიტანა,აღარ მახსოვს ზუსტად ის განცდა მაგრამ როდესაც ოჯახის წევრებს ბებოს ნივთები გადმოგვცეს,მის ჩანთაში ქიშმიშიანი ცელოფანი ვიპოვეთ,დედამ ის მე გადმომცა,ხელი მაგრად მოვუჭირე პარკს და სუნთქვაშეკრული გარეთ გავედი,ისევ თბილი ქარი ქროდა და მზეც ჩადიოდა,მას მე უკვე აღარ ვადანაშაულებდი.ჩამოვჯექი კვლავ კარის ზღურბლზე და ისევ ისე ვაგემოვნებდი თითოეულ მარცვალს.სიხარულის ცრემლები მომდიოდა,რადგან ვიყავი მე და ბებოს ბევრი ქიშმიში.ალბათ ეს ბავშვობის ყველაზე ბედნიერი წუთები იყო.მოგონებებს თავი დავაღწიე და საწოლიდან სწრაფად წამოვდექი,აღარ მსურდა სარკეში საკუთარ ანარეკლს შევხვედროდი.მოვწესრიგდი და სახლიდან გავედი. სანამ კიბეზე ჩავდიოდი,დავინახე გაპობილი ღრუბლები და მისი სიღრმიდან გამომავალი მზის სხივი,რომელიც საფეხურებზე თამაშობდა და ჩემს სხეულზეც გადმოდიოდა,საოცარ სიამოვნებას მიღვრიდა არსებაში.არ ვიცი რატომ,მაგრამ წამით სიბრმავეზე დავფიქრდი და შემეშინდა,არა იმის კი არა,რომ იდესმე შეიძლება თვალისჩინი დამეკარგა,არამედ იმის რომ შეიძლება სიბნელეში სინათლის შემშინებოდა,მაგ დროს ვერც ბედნიერებას ვიგრძნობდი და თავისუფლების ნაცვლად მონური განცდა დამეუფლებოდა.ალბათ ის,ჩემს ბნელ კუნჭულში ისე ვიქნებოდი მომჯდარი,სურვილიც არ მექნებოდა ჩემთვის მყუდროება ვინმეს ან რამეს დაერღვია,მით უმეტეს გაცრეცილ მზის სხივებს,რომლის შეხებასაც ჩემს სხეულზე ასე მძაფრად ვეღარასდროს ვიგრძნობდი. ფიქრებში ვიყავი წასული,რომ ვაგონის კარი დაიკეტა და შემდეგი სადგური გამოცხადდა,ყოველთვის მეცინებოდა მიკროფონიდან გამოსულ ამ მოგუდულ და სასაცილო ხმაზე,რომლის წარმომთქმელიც დიდი ალბათობით ერთი ჩვეულებრივად მოსიარულე უღიმღამო ქალბატონი იქნებოდა.აჩქარებით დავხედე საათს და სკამზე დავეშვი.ორი წუთის შემდეგ დავინახე ვაგონის ბოლოდან მომავალი ბიჭი,იგი ეტლზე იჯდა და თავჩაღუნული მოიწევდა წინ,რაც უფრო მიახლოვნებოდა მით უფრო გულგრილი ვხდებოდი მის მიმართ,ის ერთ-ერთი ხელგამოწვდილი მათხოვარი იყო,რომელიც განზრახ ჩაჯდა სავარძელში,რათა ხალხის გულები აეჩუყებინა.ეტლი მოგორავდა,მოგორავდა და მისი ბორბლები გამაღიზიანებელ ხმას გამოსცემდა,მის კოლოფში ჩაჩხრიალებული ხურდები კი მთელ სანახაობას ქმნიდა,მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ჩემ წინ მჯდომ ქალს გადავხედე,რომელიც მედიდური გამომეტყველებით უყურებდა მომავალს,მაგრამ წამით მისი ნაკვთები შეიცვალა და ჩანთიდან ხურდა ამოიღო.გულგრილად ჩამეღიმა და ჩემ წინ შეჩერებულ მათხოვარს გადავაწყდი.ბიჭი ოციოდე წლის იქნებოდა,ცალი ფეხი მოკვეთილი ჰქონდა,სუფთა შარვალი ადგილ-ადგილ გადაჰქექვოდა,ხოლო ზემოდან დამსკდარი ქურთუკი შემოეცვა,ქუდი ისე ჩამოფხატვოდა თითქმის მთელ თვალებს უფარავდა,მეც ოცდაათი თეთრი ჯიბიდან ამოვიღე და შეჭუჭყულ კოლოფში ჩავუგდე.მან ქუდი მოიხადა,ცალი ხელი უკანკალებდა და ცდილობდა უწესრიგოდ დაყრილი თმა დაელაგებინა,მზერა გამისწორა,ვეღარ ვიხსენებ მისი თვალები ფერს,მაგრამ იგი ზედმეტად ღრმა იყო.შიგნით რაღაც ჩამწყდა,საყრდენი გამომაცალა.იმ მომენტში ის არ იყო მათხოვარი,თვალებში სხივი უკრთოდა,იმედგაცრუების,სინანულის და მაინც ბედნიერების სხივი,მადლობა არ უთქვამს,უბრალოდ მდუმარედ მიყურებდა,ისე მიმზერდა თითქოს მეუბნებოდა შენ მანდ ზიხარ და ნებისმიერ მომენტში შეგიძლია წამოდგე,მე კი მარადიული ტანჯვისთვის ვარ განწირულიო,შენთვის ეგ ხურდა კაპიკებია ჩემი ცხოვრება კი მთლიანად თეთრებისგან შედგებაო.სახეზე სისხლი მომაწვა და მიჭირდა მისი მზერიდან გამოსვრილი ფრაზების დაჭერა.მე არ შემეძლო მენუგეშებინა,ან იმედი მიმეცა ახალი,ლამაზი ცხოვრების.გულდაწყვეტილი და მონუსხული ვუყურებდი,რომ მისი ტუჩის კუთხეში ღიმილი შევნიშნე,შევკრთი და საკუთარი თავის შემრცხვა.ისე უხდებოდა უიმედო ტანჯული სახე,და მაინც შვებისმომტანი ღიმილი.იგი მალევე გავიდა,ვაგონის კარი მიიხურა და შემდეგი სადგური გამოცხადდა. იმ წამს სისუსტე დამეუფლა და მივხვდი,რომ ჩვენ თავისუფლად მოსიარულე ადამიანებს ბევრი საბაბი გვქონდა ბედნიერებისთვის,მაგრამ არცერთის დანახვა არ შეგვეძლო,ის კი ვინ იცის დღის ბოლოს შეგროვილი ხურდუთ ფუნთუშას იყიდდა და თავს ბედნიერეად იგრძნობდა,იმაზე ბედნიერად ვიდრე მსოფლიოში მილიონობით ადამიანი. თვეები გავიდა და ერთ დღეს მეტროში ხალხის უზარმაზარმა ნაკადმა ყვირილი ატეხა.ვიღაც კაცს პატარა ბავშვი გადაერჩინა და თავად მატარებელს შევარდნოდა.გზა გაჭირვებით გავიკვლიე და ბაქანზე გასულმა ქვემოთ,რელსებზე დაგდებული ბიჭი დავინახე,დავაკვირდი,მას გაცრეცილი ჯინსი,დამსკდარი ქურთუკი და თავზე ჩამოფხატებული ქუდი ეფარა,უფრო ახლოს მივედი და შევამჩნიე სისხლით შეღების სახეზე ტუჩის კუთხეში შეყინული ღიმილი,ნაკვთებს ავუყევი და გადავაწყდი მზერას,რომელზეც ერთ დროს,ტკივილიც,უიმედობაცა და ბედნიერებაც ისახებოდა,თუმცა არა,დღეს ის მხოლოდ ბედნიერი იყო.თვალები დავხარე და გაწითლებულ სახეზე ცრემლები წამოგორდა.ცოტახანში თვალის ხამხამი შევწყვიტე და ბიჭის მზერაში უზარმაზარი სამყარო დავინახე,იქ არ ციოდა,არავის სტკიოდა,არავის შიოდა,თოვდა მაგრამ სითბო იყო,წვიმდა მაგრამ სხეულზე შეხებისას ისინიც წვიმის წვეთებად იქცეოდნენ,იქ ბებოც იყო ქიშმიშიანი ცელოფნით და იქ იყო ყველა ნამდვილი,ყველა ბედნიერი.მოვტრიალდი და მოპირდაპირე ვაგონის მინაში საკუთარი თავი დავლანდე.თმა ისევ გამწეწვოდა,უფერულ სახეზე ფანქარი ამომდღაპნოდა,თუმცა თვალები იმ ბიჭისა მქონდა და ჩემში ის ჩაწყვეტილი ძაფიც გაება,უცბად ნაცნობი ხმა მომესმა ღრმად ჩავისუნთქე,მივიხედე და ჩავიღიმე,მე ვიჯექი ეტლში ის კი მიგორავდა და მიგორავდა,მიგორავდა და მიგორავდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.