ლარნაკი
მაგიდაზე ლარნაკი დგას...ცარიელი ლარნაკი...ყვავილების გარეშე...სიცოცხლის...სიყვარულის გარეშე...წამით მისი აღება და დამსხვრევა მინდება...მისი აღება და დამსხვრევა მინდება...მგონია მის ნამსხვრევებს თან გაჰყვება ჩემი ყველა დარდი...ტკივილი...ბრაზი...ფიქრი... წამით მინდება მისი ყვავილებით გავსება...სიცოცხლით...სიყვარულით გავსება...აიაი იმ ქათქათა გვირილებით მუდამ რო ახალისებენ ჩემს გულს...ახალი სიცოცხლით გავსება მინდება... ვიღებ ლარნაკს შემდეგ ისევ ვდებ...ვიღებ...ვდებ...ისევ ვიღებ და ისევ ვდებ... გარეთ გავდივარ...ყვავილებს ვეძებ...ვეძებ...არსად არ არის...თითქოს ყველა ჩემს წინააღმდეგ იქცევა...არსად...საერთოდ არსად არ არის ყვავილები...სახლში ვბრუნდები...ვიღებ ლარნაკს...წამით ვფიქრობ...შემდეგ კი მთელი ძალით ვანარცხებ იატაკზე...ერთი...ორი...სამი...და უამრავი ნამსხვრევი...უამრავი ტკივილი...დარდი...ბრაზი...ფიქრი...მუხლებზე ვეცემი და ვტირი...მახსენდება თითოეული ტკივილი...ქრება ყველაფერი ქრება... იცით? ასე ვართ ადამიანებიც...ლარნაკის მაგივრად შეგიძლიათ გული... წარმოიდგინოთ ადამიანის გული...როდესაც ადამიანს ვიცნობთ...ვუახლოვდებით...ვხედავთ მის გულს...რაღაც მომენტში წინ იგივე სიტუაცია წარმოგვიდგება...ვატკინოთ მას გული თუ ყვავილებით შევავსოთ იგი...და უკვე როცა წყვეტ...რომ გიყვარს...მისი გული ყვავილებით უნდა შეავსო...სიხარულით...სიყვარულით უნდა შეავსო...ყველა ყვავილი ქრება...ქრება...ყველაფერი ქრება...არანირი სიხარული...სიყვარული...იმსხვრევა...ადამიანის გული იმსხვრევა...და შვება...შვებას ვერ ვგრძნობთ...ქრება ყველაფერი ქრება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.