შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემოციები მახრჩობს...


19-07-2017, 02:05
ნანახია 2 142

მინდა დავწერო რაღაც მაგრამ ვეღარაფერს ვწერ... უბრალოდ ვზივარ და ცრემლები მათით მიიკვლევენ გზას...
ყველაფერმა ერთბაშად ამოხეთქა... ვცდილობ ემოციები ჩემში ჩავკლა, მაგრამ არ შემიძლია... ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სავსე ვარ და თან ცარიელი... უემოციო, უარაფრო და თან ემოციებით სავსე... გრძნობა ჩამკვდარი და გახრწნილი არსება...
ბნელ ოთახში ვაგდივარ იატაკზე და განძრევასაც აღარ ვცდილობ... უბრალოდ ვტირი...
მხოლოდ ცრემლები მყიდიან... მხოლოდ ისინი მეტყველებენ რომ ჯერ კიდევ არის სიცოცხლის ნიშანი...
ღამეა...
ისევ უსაზღვროდ ბევრი დრო მაქვს ფიქრისთვის... მოგონებებისთვის...
წარსულის კადრებს დაუღალავად ვაცოცხლებ და მტკივა...
შიგნეულობა მეწვიის...
ნელ-ნელა ვემსგავსები მზისგან ამომწვარ უნაყოფო უდაბნოს...
ვცდილობ დავხუჭო თვალები და წამით მაინც შევწყვიტო ფიქრი...
მაგრამ არა...
გონება არ მემორჩილება...
ვკანკალებ... აცახცახებული ვდგები და ვცდილობ საკუთარი თავი ამოვიცნო სარკეში...
მეცინება... ისტერიკულად მეცინება... მე ხომ არარაობა მიმზერს...
სიცილს ვწყვეტ... ვაკვირდები საკუთარ ნაკვთებს და ვცდილობ ვიპოვო რაღაც რაც მომაბრუნებს...
არაფერია...
მე უკვე გავხმი...
მოვკვდი და დავცარიელდი...
ის კი ვისაც თქვენ უყურებთ მე არ ვარ...
მე წავედი...
დიდი ხანია უკვე რაც მივატოვე საკუთარი სხეული...
უბრალოდ ზოგჯერ დროგამოშვებით მოვდივარ და დავყურებ გახრწნილ სხეულს...
ვუყურებ და მეცინება...
მე ადამიანი ვიყავი... ადამიანი რომელიც სიყვარულმა გატეხა...
დღეს კი გიჟი ვარ...
შეშლილი... რომელსაც ტკივილამდე უყვარდა და უყვარს...



№1 სტუმარი l,m not sick

ჰო
ნაცნობიაა,ზედმეტად ნაცნობი...
იცი?
ზოგჯერ მეც მინდა, გამოვიდე და ვიყვირო,რომ მეტი აღარ შემიძლია
რომ დავიღალეე
რომ აღარ მინდაა ამდენი ღრუბლიანი დღე...
ვიყვირო და დავიცალო ემოციებისგან
მაგრამ ხო ვიცით რომ ყოველთვის არსებობს ერთი ,,მაგრამ" რომელიც ხელს გვიშლის ყველაფერშიი
ჰო კარგი ჩანახატი იყო:)

 


№2  offline მოდერი bla.ell

"ის კი ვისაც თქვენ უყურებთ მე არ ვარ...
მე წავედი...
დიდი ხანია უკვე რაც მივატოვე საკუთარი სხეული..."არა თამუნა...ეს ასე არაა უბრალოდ ძალიან გინდა რომ ასე იყო...თუმცა თუნდაც ჩემსგამო არ მიდიხარ...შემიძლია ეს სიტყვები დარწმუნებით ვთქვა...რადგან შენ იცი რომ მე უზომოდ მჭირდები და გჭირდები...შენი სული შენს სხეულშია და ხანდახან ჩემს გვერდით უშვებ ხოლმე როცა მჭირდები...ამიტომ...სანამ მე და შენ ერთმანეთისთვის ასე ვარსებობთ და უბრალოდ ერთმანეთი გვყავს...იქ სიყვარულის გამო...იმ ადამიანის გამო რომელიც ადგა და უბრალოდ წავიდა...არ ღირს ასეთი სიკვდილივით ფიქრები...მე მუდამ შენს გვერდით ვარ ჩემო სულიერო დაიკო..❤ჩვენ ხომ პირობა დავდეთ...არვიცი რატომ არ მითხარი ამ ჩანახატზე...რომ საიტზე დადე...არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა რომ ამ ყველაფერს აქ გწერ მაგრამ სადაც შენი დარდია იქ მეც ვარ,შენს გვერდით...❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent