შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მილიონი კითხვის ნიშანი


23-07-2017, 01:42
ავტორი dreamer.L
ნანახია 1 533

„გულს ერთი უცნაურობა ახასიათებს,
შეიძლება არასოდეს გაგივარდეს ხელიდან
და მაინც გატყდეს.“
ლაშა მარგიანი

***
(გოგა)
-პირველი შეხვედრა?
-2012 წლისა 16 სექტემბერი.
-პირველი ემოცია?
-ღიმილი. (იღიმის)
-პირველი სიტყვა...
-დუმილი.

***
ჩემი აზრით, გრძნობას რომელსაც მეორე ადამიანის მიმართ განიცდი არავითარ შემთხვევაში არ ექნება სამართლიანი უფლება ეწოდოს სიყვარული, თუ ამ გრძნობას ახსნას მოუძებნი.
სიყვარული უნდა იგრძნო, რადგან ჭეშმარიტ სიყვარულს არასდროს არ ხსნიან, „გრძნობენ და სისხლივით ისხამებ ვენებში.“
და მაინც, თუ შეეცდები შენი გრძნობები ჩარჩოში მოაქციო, სიტყვებით საზღვრები დაუწესო, ( თუნდაც უსაზღვრო უწოდო) სიყვარული გაქრება, წავა, გაფრინდება, როგორ მოულოდნელადაც მოვიდა, ისე მოულოდნელად დაგტოვებს.
***
(გვანცა)

-პირველი შეხვედრის ადგილი?
-ჩვენი სკოლა.
-პირველი ემოცია?
-ჟრუანტელი. (თვალებს ხუჭავს)
-პირველი სიტყვა?
-(დუმს)

***
(ლეა)
-როდის დაიწყო?
-მე თუ მკითხავ, თუმცა რაღა თუ მე მეკითები... მაპატიე, მიჭირს. (იცინის, ნერვიულად)-ჰო მე თუ მითხავ, მაშინ დაიწყო პირველად, რომ შეხედეს ერთმანეთს. თვალი, რომ თვალის წინ აღმოჩნდება მაშინ იწყება სიყვარული. ორი ერთმანეთისთვის დაბადებული თვალი ყოველთვის პოულობს ერთმანეთს, ეს პლანეტა არც ისე დიდია იმისთვის რომ ერთმანეთისთვის შექმნილმა ადამიანებმა ვერ შეძლონ იპოვონ ჭეშმარიტება, რომელიც ერთმანეთის გულებში იენახება. ჭეშმარიტებას ხანდახან ვკარგავთ, დასანანია... სიტყვა გამიგრძელდა, ხო, ზუსტად მაშინ ახლაც მახსოვს როგორ მიჭერდა გვანცა ხელზე ხელს, როცა შევხედე მე სულ არ მიყურებდა, მეტიც გეტყვით რომ ის მაშინ იქ, ჩემს გვერძე სულაც არ იყო.

***
(თამთა)
-ნამდვილი იყო?
-ამ ქვეყანაზე ყველაფერი ყალბია, მორჩა.

***
(ქეთათო)
-როგორები იყვნენ ერთად?
-ბედნიერები.

***
(მართა)
-რომელს უფრო ადრე შეუყვარდა?
-ერთდროულად.
-ეგ როგორ, ასეთები ხდება?
-ვისაც კუპიდონის ისარი არ მოხვედრია ის ვერ გაიგებს.

***
(ნუცა)
-ფიქრობთ რომ განშორება დროებითია, არ დასრულებულა?
-განშორება არ ვიცი. პირველი სიყვარული ყოველთვის დროებითია, რამდენად სრულდება არ ვიცი... არ სრულდება, იცით, უფრო იძინებს, იქ, გულის ღრმა ადგილას, იძინებს სამუდამო ძილით, მაგრამ არ გვტოვებს, გვესიზმრება ხანდახან. (იღიმის)
***
(ნოე)

-რომელმა დათმო?
-გოგამ.
-მიზეზი რა იყო?
-თავიდან ვფიქრობდი სიყვარულის ნაკლებობამ გამოიწვია ეს ყველაფერი, ახლა ვფიქრობ რომ სიმხდალე იყო, მომავლის შიში.

***
მინდა ისე ვწერდე თითქოს არ მტკივა. თითქოს უკვე დამთავრდა და აღარ მანაღვლებს...
რატომ, ღმერთო? რატომ, ადამიანებო? ის რაც გულში არ მთავრდება, ის რაც სულ გრძელდება, სისხლის ყველა უჯრედში სახლდება და მეტასტაზებივით მრავლდება სხეულში, ადგილს არ ტოვებს ხელუხლებელს, რატომ მთავრდება? ერთ დღეს სხეულს გარეთ რატომ წყვეტს არსებობას, ჟანგბადს სიყვარული რატომ აკლდება? რატომ ტოვებენ, რატომ?

***
შეიძლება ყველაფერს ერთი ხელის მოსმით ანადგურებდე? მიდიოდე გაურკვევლად, გაურკვეველი ნაბიჯებით, გაურკვეველ გზაზე. მიდიოდე და ტოვებდე ჰაერში გამოკიდებულ გრძნობებს, გაუფასურებულ სიტყვებს და განადგურებულ ადამიანებს? -ალბათ შეიძლება... ბევრი წასულა ასეც, ისეც. კიდევ ბევრი წავა და კიდევ მრავალი უბედური ( არ მიყვარს ეს სიტყვა) დასასრულის მომსწრენი გავხდებით...

***
საშინელებაა უყურებდე ადამიანის ტკივილს, თუნდაც სულ უცხო იყოს შენთვის, განსაკუთრებით მძიმეა უყურებდე, როგორ ტკივა შენთვის ახლობელ ადამიანს, არა თავი, არა მუცელი, არა რომიმე სხვა ორგანო, არამედ სული... სხეულის ყველა უჯრედში ჩასახლებული უბედურება ადგრევს ადამიანს, შეუძლება გარეგნულად არაფერი ეტყობოდეს, ამოშავებული თვალების და რამდენიმე კილოგრამით ნაკლები სხეულის გარდა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ადვილი შესანიღბია. სულის ტკივილი ადამიანის სხეულზე ნაკლებად აისახება... სულის ტკივილი მეთქი, რა რთული წარმოსადგენია სული როგორ უნდა გტკიოდეს ადამიანს, აბა ვისაც არ ტკენია როგორ მიხვდება? სულის ტკივილს მხოლოდ თვალებში თუ ამოიკითხავ, როცა სიყვარულით, სიხარულით და ყველა სიკეთით გაბრწყინებული თვალები უცბათ ფერს კარგავს და სხივი უქრება... უფერულდება სულმტკივანი ადამიანის თვალები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent