შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამოსვლა...


25-07-2017, 00:43
ნანახია 1 239

ხასიათმა ამინდიც შეცვალა..
ყოველი დღე მოსაბეზრებელია, მაშინ როცა არაფერი ხდება.
არ ხდება ის, რაც გინდა.
გგონია რომ შეუყვარდები, გგონია რომ ყველაფერი იდელაურია რასაც აკეთებ.
იცმევ მის მაისურს, დადიხარ ოთახიდან ოთახში, იწყენ იმ მიზნით რომ, მოვა და ჩაგეხუტება.
დაიღლები არაფრისგან და წამოხვალ. მიხვდები რომ არ ღირს...
მე წამოვსულვარ.
წამოვსულვარ და მიცდია დაძინება, იმ იმედით რომ მალე გავიდოდა დრო და დამირეკავდა.
მაგრამ, არა.
არ მოვნატრებივარ.
არც უფიქრია ჩემზე, მე კიდევ სულ მასზე მეფიქრება.
მხოლოდ მე არ მასვენებს ფიქრები და ძილს არ მარგებს, არაფერს არ მარგებს...
მალევე მეღვიძება და ვიწყებ ფიქრს.
მინდა გონება ისე დავკარგო რომ გაღვიძებისას, არაფერი მახსოვდეს.
დრო შეეცდება, შემაგუოს რეალობას მაგრამ, ვერასდროს დამავიწყებს.
ვიცოდი იმედს გამიცრუებდა მაგრამ მაინც გავაგრძელე მასთან ურთიერთობა.
არ ვიცი რატომ მოვიქეცი ასე...
არასდროს ვნახავ მაგრამ, ვერც მის დავიწყებას შევძლებ.
მოგონებები არ გვავიწყდება, მოგონებებს ვეგუებით.
მეძინება მაგრამ არ შემიძლია.
დაწოლისას ვიცი გამახსენდება.
ხო, ახლაც მახსოვს...
მაგრამ დაწოლისას...
...

არ იფიქრო.
არ იტირო.
სიჩუმე...
ჩამეძინება და ჩემი გულის ცემის ძლიერი ხმა გამაღვიღებს.
ასე ხდება...
მეღვიძება.
ბნელა.
საწოლზე ჩამოვჯდები და ამხსენდება.
მახსენდება. როგორ ვთხოვდი გაღიმებას და ისიც ბავშვივით მიღიმოდა.
მიჭირს დაჯერება რომ ეს მოგონება, მხოლოდ ჩემთვისაა მნიშვნელოვანი.
მისთვის არაფერს ნიშნავს.
მხოლოდ მე მეფიქრება.
მხოლოდ მე ვგრძნობ.
მხოლოდ მე არ მასვენებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent