შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარს!


25-07-2017, 22:48
ავტორი Unrecognizable
ნანახია 1 437

შეყვარებული ვარ და თამამად ვიტყვი, რომ არ არსებობს გრძნობა ამაზე უკეთესი...
შეყვარებული ვარ და მინდა იმხელა ხმაზე ვიყვირო, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს არავინ მჭირდება მის გარდა...
შეყვარებული ვარ და ძარღვებში სისხლი მიჩქეფს, გული გამალეით მიცემს...
შყვარებული ვარ და მივყვები ჩემს საყვარელ დინებას, რომელიც საბოლოოდ ერთ დანიშნულებამდე მიმიყვანს და მარშუტს დაასულებს...
შეყვარებული ვარ და მინდა, რომ სიყვარულის ფერები შეიგრძნო შენც...
მიყვარს ძალიან მიყვარს და იმდენადაც, რომ ემოციების გამოხატვა მიჭირს. მიჭირს რადგან აქამდე ჩემთვის მიყვარდა, გულში და ამ ყველაფერს ჩემთვის ვინახავდი. ვინახავდი, რადგან მეშინოდა ხალხის... მეშინოდა დაბოღმილი გულების და შურიანი თვალების. მეშინოდა მისი სიტყვების, რომელსაც შეეძლო ჩემთვის გული ეტკინა. მეშინოდა სიყვარულის, მეშინოდა შეყვარების... ყველაფრია მეშინოდა, რასაც მისი სახელი არ ერქვა. მიყვარს და მინდა ვიხილო მალე... მინდა კვლავ ჩამიკრას გულში და არასოდეს დამტოვოს მარტო. მიყვარს და ამ სიყვარულის გამო დროებით მანძილს ვივიწყებ. მიყვარს და არ მინდა, ეს ლამაზი ზღაპარი ოდესმე დამთავრდეს... დიახ, მიყვარს და ვიყვირებ. ვიყვირებ მანამ, სანამ გალაქტიკას არ გასცდება ჩემი ხმა... უბრალოდ უანგაროდ და ძლიერ მიყვარს!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent