შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ მიყვარს,მენატრება


28-07-2017, 02:07
ავტორი თათუშა
ნანახია 1 552

არაა
არ მიყვარს... ჩახუტება მომენატრა ! აი ხელებს რომ შემოგხვევს და თავი
ძალიან პატარა რომ გგონია.. გულისხელა... მის გულისცემას რომ გრძნობ...
თავიდან თითქოს გეშინია,ცდილობ თავი გაითავისუფლო.. ჰოო გეშინია, რომ აი
ახლა თუ არ წახვალ მერე ვეღარ წახვალ.... დამიმუღამა ... მთავარია
რამდენიმე წუთი მოახერხოს და არ გამიშვას.... მერე შენც შემოხვევ
ხელებს,თავიდან იცილებ მერეზე და ხვალეზე ფიქრს და ეხუტები... თავი
ყველასგან და ყველაფრისგან დაცული გგონია,ახლოს ხარ მის ყურთან და
ძალიან,ძალიან დაბალ ხმაზე ეუბნები რომ მოგენატრა... თვალები
უწყლიანდება,ოდნავ იწევა და გიყურებს... გიყურებს ისე,რომ სიტყვაც რომ არ
თქვას საკმარისია... მაგრამ ამბობს,ამბობს ყველაფერს რასაც იმ წამს
გრძნობს... უფრო სწორად ამბობს რის თქმასაც ახერხებს... ბოდიალაა....
ეტყობა რჩება ხოლმე რაღაცეები უთქმელი... ხომ არის განცდები,გულში რომ ვერ
იტევ იმხელაა,მაგრამ შენ გაპატარავებს ისე,რომ ამოთქმას ვეღარ ახერხებ...
ჰოდა, ახლა აი ეს ბიჭი დადის შენს წინ, (ხან ზის) იცინის,ადამიანებს ელაპარაკება,გიღიმის (ისე სხვათაშორის,ზრდილობიანადსა​ვით
) სხვის თვალში ალბათ როგორი როგორც თვითონ ამბობს ხოლმე,ცივილიზებული
ბიჭია ))) უყურებ და გეცინება.. გარს ახვევია ხალხი,რომელმაც არაფერი იცის
მასზე.. ხალხი,ვინც დიდ დროს ატარებს მასთან და იქნებ გონიათ კიდეც
ვიცნობთო არადა არც არასდროს უცდიათ მისი გაცნობა...)) მერე უცებ მის
მზერას დავიჭერ,წამიერად... და ის ისევ ის ბატია რა.....
სუპერბავშვური... ფააააფუ აღარსად ჩანს ცივილიზებული ბიჭი და მაგ დროს
მგონია ხოლმე თავი ბოროტი დეიდა,პატარა ბავშვს ერთადერთი სათამაშო რომ
წაართვა,არა კი არ წაართვა მოშორებით დაუდო და გამოუცხადა უყურე ოღონდ არ
ითამაშოო.... ასე ვარ მე ძალიან ხშირად... ამდენად ახლოს და ამდენად შორს..
არაა კი არ მიყვარს,უბრალოდ ჩახუტება მომენატრა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent