არა'რაობა
"ცაში მონობას - ჯოჯოხეთში მეფობა მიჯობს" _ დაიბადება რა ადამიანი და იმ წამიდან, ცხოვრებისეული ტანჯვისთვის არის განწირული. იქნებ ტანჯვა ადამიანებისა, ცხოვრებისეულზე ბევრად მეტიც არის. რისთვის? ან ვისთვის ვიბადებით ადამიანები? იმისთვის, რომ რაიმე დავტოვოთ?! ჩვენი სახელი შევინახოთ, რომ მერე საუკუნეებმა ჩვენზედ ისაუბრონ ?! თუ სამშობლოს,რომ თავი ღირსეულად შევწიროთ. ადამიანი იმის არის იცხოვროს! ი ც ხ ო ვ რ ო ს და არა იცოცხლოს. ხანდახან საკუთარი თავი რობოტიც კი მგონია. ადამიანი - თავისუფალი, შეუზღუდავი არსება თუ ადამიანი - ყველაზე დიდი მონა. განა რომელი მეტად თავისუფალნი ვართ? გარეული, ველური, მხეცი - ბუნებაში საკუთარ სულიერებას, რომ ჰპოვებს თუ ჩვენ ადამიანნი, ხანდახან მთელი ცხოვრებაც კი ისე გაგვივლის საკუთარ "მეს", რომ ვერ ვპოვებთ. განა რა არის ადამიანური ბედნიერება? მშობლები ? - განა ისინი წარმავალნი არ არიან? შვილები? - დაოჯახების შემდეგ, რომ საკუთარი ცხოვრება აქვთ? სილამაზე? - ხომ დაბერდები. კარიერა?ფული? 20 წელია ვეძებ პასუხებს და ვერსად... ვერსად დამიჭერია. იქნენ ეს არის ზუსტად, ამოიცნო ამქვეყნიური ყოფა, რაობა! _ აქ, ამ წამს მე, რომ ასე ვწუწუნებ რა ქნას სომალელმა პატარა ბავშვმა, რომელსაც ელემენტალური წყალი ენატრება. სიბინძურისგან ყარს და შიმშილისგან თითოეული ნეკნი ეტყობა. რა ქნას 15 წლის ცისფერთვალება ბიჭმა, მასაც ამხანაგებივით, რომ სურს მეგობარი გოგონას გასეირნება, თუმცა მხრებზე უზარმაზარი კუზი ამოსვლია და მთელი ცხოვრება ეს ხვედრი უნდა ატაროს მწარედა. არსი განა რა არის ამ ყველაფრისა? რის მიხედვით "ხარისხდებიან" ბავშვები? რის მიხედვით ერჩევათ საცხოვრებელი ადგილი? თუნდაც რის მიხედვით იბადებიან ამა თუ იმ სქესისა? მიწიური ბიოლოგია?თუ იმქვეყნიური გადარჩევა! საბოლოოდ რა არის მიზანი ამისა? არსებობს კი ბედნიერი ადამიანი? იქნებ ადამიანი მხოლოდ იმას ეგუება და ეჩვევა რაც ცხოვრების განუყრელი ნაწილია და შემდეგ ამას არქმევს ბედნიერებას. შესაძლოა ეს სამყარო სხვა განზომილებიდან მართლაც ჩანს სამოთხე ან იქნებ ბევრისთვის ჯოჯოხეთია! იქნებ ღმერთი მაშინ შეცდა ჩვენ, ადამიანებს, ადამაიანად ყოფნის უფლება, რომ მოგვცა. ან იქნებ ახლა მე ყველაზე უმადური ვარ უმადურთა შორის ამაზე, რომ ვფიქრობ ხმამაღლა. თუმცა ამაზე ფიქრის შემდეგ ვგრძნობ ზუსტად, რომ ეს მე ვარ - ადამიანი. თითოეულ მოკვდავს, პირადი ჯოჯოხეთი გვაქვს და ზოგიერთისთვის ეს ჯოჯოხეთი დედამიწაა, რომელიც ცეცხლის ლავასა და რქიან ეშმაკებზე შემზარავი გადასალახია. ზოგჯერ თავად გვიწევს ხოლმე გავხდეთ მოწმე ამ ჯოჯოხეთისა! თავად გავიაროთ შიშველი ფეხებით ცხელ, ადუღებულ ლავაში და ვებრძოლოთ სატანს. და მაინც მეგობრებო სადამდე უნდა იცხოვროს ადამიანმა? იქნებ იქამდე, სანამ მისი აზრით, სიცოხლე - სიკვდილზე უკეთესი იქნება! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.