შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ


1-08-2017, 01:31
ავტორი marqetele
ნანახია 1 725

მზის ჩასვლის ყურება ბავშვობიდან მიყვარდა,საათობით შემეძლო სანაპიროზე ჯდომა და ყურება თუ როგორ ირეკლავდა ზღვა მზის სხივებს. ამაზე საოცარი სანახაობა უბრალოდ წარმოუდგენელია. ზღვა ჩემთვის სამოთხეა დედამიწაზე .ქვიშას ხელში ვიღებ და ვგრძნობ როგორ მეცლება ნელ-ნელა ხელიდან ,ირგვლივ სიჩუმეა გამეფებული ,ამ სიჩუმეს მხოლოდ თოლიების ხმა არღვევს.რამდენიმე მოსეირნე წყვილს ვხედავ ხელი-ხელ გადახვეული როგორ მისეირნობენ ნაპირზე და რა დიდი სიყვარულით უმზერენ ერთმანეთს .თვალის კუთხეში გაჩენილ ცრემლს მარჯვენა ხელის გულით ვიწმენდ. მახსოვს როგორ გვიყვარდა ასე ჯდომა და ფიქრი. როგორ ჩუმად მეპარებოდი და მაშინებდი შენი ჩახუტებით.კისრიდან თმებს ნაზად მიწევდი და თავს მადებდი, ღრმად ისუნთქავდი ჩემს სურნელს და იტრუნებოდი. ეხლაც მახსოვს კანი როგორ მეხორკლებოდა შენი თითოეული შეხებისას.ღმერთო როგორ მომენატრა შენი სურნელი, შენი საუცხოო ღიმილი, პატარა ბუსუსები შენს კანზე როცა მე გეხებოდი, თვალებში მიყურებდი და თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდი. როგორ მონოტორულად მკოცნიდი საფეთქელზე ეხლაც მეწვის შენი კოცნის ადგილი.ვიცი წარსულს უკან ვეღარ დავაბრუნებ თუმცა არც მინდა, არაფერს ვნანობ არც ერთ წამს რაც კი შენ გიკავშირდება უბრალოდ სული ამიწვა შენმა მონატრებამ !
არ ვიცი როგორი გამომივიდა, უბრალოდ მომინდა თქვენთვის რაიმეს გაზიარება... მარიამი.



№1  offline წევრი joxadze

ძალიან კარგოა heart_eyes heart_eyes მომეწონა კარგად წერ
--------------------
ნ.ჯოხაძე

 


№2  offline წევრი marqetele

joxadze
ძალიან კარგოა heart_eyes heart_eyes მომეწონა კარგად წერ

მადლობაა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent